მზე აქტიურობის მაქსიმუმისკენ მიდის

  მზის ზედაპირის აქტიური რეგიონიდან პლაზმის უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა და როგორც ჩანს ეს რეგიონი არ წყნარდება, პირიქით, მომავალი კვირისთვის კიდევ უფრო მეტ სიურპრიზებს გვიმზადებს, აცხადებენ მეცნიერები.

სპექტროპოლარიმეტრია უცხო ცივილიზაციის აღმოსაჩენად

 მეცნიერებმა პირველად შეძლეს პლანეტაზე სიცოცხლის აღმოსაჩენად სპექტროპოლარიმეტრიის(სინათლის პოლარიზაციის ხარისხი და პოლარიზაციის სიბრტყის მობრუნების კუთხე მისი ოპტიკურად აქტიურ ნივთიერებაში გავლის დროს)გამოყენება. მკვლევარებმა მეთოდიკა დედამიწაზე გამოსცადეს, თეორიულად ის შეიძლება ეკზოპლანეტებისთვისაც გამოდგეს. მკვლევართა სტატია ჟურნალ Nature-ში გამოჩნდა.

ანდროიდმა ადამიანს კოსმოსში ჩამოართვა ხელი

  საერთაშორისო კოსმოსური სადგურის(სკს) მეთაურმა დანიელ ბიორბენკმა და ეკიპაჟის უშტატო წევრმა ”რობონავტ-2”-მა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, რითაც უცნაური მანქანის საგამოცდო ციკლის დაწყება აღინიშნა(ვიდეო).

LARES-ი აინშტაინის ფარდობითობას კიდევ ერთხელ გადაამოწმებს

 ”ვეგას” კლასის პირველი რაკეტა-მატარებელი საფრანგეთის გვიანას კოსმოდრომიდან გაუშვეს. სტარტის პირდაპირი ტრანსლაცია ხდებოდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს(ESA) საიტზე.

იუპიტერის მზვერავები

 იუპიტერის ახლო მანძილიდან კვლევა ავტომატური საპლანეტათშორისო აპარატებით ხდება. ეს კვლევები ა.ს.ს. ”პიონერ-10”-ის 1973 წელს იუპიტერის სისტემაში შესვლით დაიწყო.

ნასა მისია „ევკლიდში“ მონაწილეობას მიიღებს

  ნასა აპირებს 20 მილიონი დოლარის გამოყოფას ბნელ მატერიაზე მონადირე ორბიტალური ტელესკოპისთვის, სახელად „ევკლიდი“, ოღონდ ამერიკელებისვე ეგიდით, პროექტით WFIRST(ფართო კუთხიანი ხედვის ინფრაწითელი ტელესკოპი), იუწყება ასტროფიზიკოსთა გუნდი.