უცნაური ღრუბელი მარსზე

 ასტრონომებმა, მარსზე უცნაური ღრუბელი აღმოაჩინეს. ფოტო, რომელზეც ანომალური ღრუბელი იქნა შემჩნეული 2012 წლის 22 მარტსაა გადაღებული. ასტრონომების აზრით, ეს ღრუბელი ზედაპირიდან 240 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.


200 პროცენტით გადიდებული გამოსახულება.

 მეცნიერები წარმონაქმნის გამოცანის ამოხსნას ცდილობენ, სანამ ეს ფენომენი ჯერ კიდევ არ გამქრალა. „ვერ ვიტყვი, რომ ეს ღრუბელი რაიმე ზებუნებრივს წარმოადგენდეს, თუმცა ის გაცილებით დიდია ვიდრე გვეგონა. ამ ღრუბლით ბევრი მკვლევარი დაინტერესდა“ – ამბობს ჯონათან ჰილი(Mars Space Flight Facility at Arizona State University).

 ჰილმა და მისმა კოლეგებმა ფენომენი ინსტრუმენტით – THEMIS(გამოსახულების თერმული ემისიით მიმღები) დააფიქსირეს, რომელიც ამჟამად მარსის ორბიტაზე მდებარე ამერიკული ზონდის, „Mars Odyssey(NASA)“ ბორტზეა დამონტაჟებული. ზონდს ზედაპირზე მოძრავი მარსმავლების სპირიტისა და ოპორტუნიტისგან გადმოცემული სიგნალების რეტრალნსლატორად იყენებენ. ინსტრუმენტი THEMIS-ი, მარსის ზედაპირის ფოტოების სხვადასხვა სპექტრში გადაღებებისთვისაა განკუთვნილი. ამ კამერის საშუალებით მარსის ყველაზე უფრო ზუსტი რუკა იქნა გაკეთებული. მის შესაქმნელად მეცნიერებმა ზონდის მიერ 8 წლის განმავლობაში გადაღებული 21 ათასი ფოტო გამოიყენეს(მარსის ორბიტალური მზვერავები).

THEMIS-ის საშუალებით არა მარტო ღრუბლის დათვალიერებაა შესაძლებელი, არამედ შეიძლება მისი ტემპერატურის გაგებაც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *