მეცნიერებმა უდიდესი შავი ხვრელები აღმოაჩინეს, გალაქტიკებში, რომლებშიც მათი არსებობა სრულიად წარმოუდგენელი იყო. აღმოჩენა უზარმაზარი ხვრელების ზრდის შესწავლაში დაეგვეხმარება, აცხადებენ მეცნიერები.
ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
მეცნიერებმა უდიდესი შავი ხვრელები აღმოაჩინეს, გალაქტიკებში, რომლებშიც მათი არსებობა სრულიად წარმოუდგენელი იყო. აღმოჩენა უზარმაზარი ხვრელების ზრდის შესწავლაში დაეგვეხმარება, აცხადებენ მეცნიერები.
ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა, მკვლევარ Paul van der Werf -ის ეგიდით(Leiden University, ჰოლანდია), აღმოაჩინა, რომ ადრეული სამყაროს შავი ხვრელი მტვრისა და გაზების ფართე დისკოთია გარსშემორტყმული, რომელშიც აქტიურად და სწრაფად ფორმირდებიან ვარსკვლავები.
გამოიყენეს რა ერთბაშად ხუთი კოსმოსური ტელესკოპი, ასტრონომებმა გაარკვიეს შავი ხვრელის მიერ მისი შემომფარგვლელი გარემოდან ნივთიერებების შთანთქმის მექანიზმის დეტალები. ამის შესახებ წერს ჟურნალი Astronomy and Astrophysics, მოკლედ კი ნიდერლანედების კოსმოსური კვლევის ინსტიტუტის საიტი.
რადიაციის ნაკადები, რადიოწყაროდან Swift J1644 +57, შეიძლება მოდიოდეს ვარსკვლავიდან, რომელიც ოდესღაც შავმა ხვრელმა შთანთქა.
ობსევატორია „ჩანდრა“, რომელიც ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს NASA-ს ეკუთვნის, პიველმა შეძლო შავი ხვრელისკენ მოძრავი გავარვარებული გაზის ნაკადის გადაღება.
ასტრონომთა ორმა ჯგუფმა აღმოაჩინა წყლის ყველაზე დიდი რეზერვუარი, აქამდე აღმოჩენილთა შორის სამყაროში. წყალი, ექვივალენტური 140 ტრილიონი დედამიწის წყლის საფარისა, გიგანტური შავი ხვრელის გარშემოა თავმოყრილი. ხვრელი დედამიწიდან 12 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კვაზარის ცენტრში მდებარეობს.
ასეულობით გალაქტიკაზე 5 წლიანი დაკვირვებების მერე, ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ შავი ხვრელების უმრავლესობა გალაქტიკების შერწყმის დროს არ გაჩენილან. მათ უმრავლესობას ცენტრში ზემასიური ხვრელი აქვს. ზოგჯერ ამ ხვრელების მასა რამდენიმე მილიარდჯერ აჭარბებს მზის მასას. ისინი პერიოდულად აქტიურები ხდებიან ხოლმე.
ასტრონომებმა დაადგინეს ზუსტი მანძილი ობიექტ გედი X-1-ამდე, ის არის ყველაზე პირველი ობიექტი, რომელიც შავ ხვრელად აღიარეს. ამის შესახებ ერთბაშად სამი ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალ The Astrophysical Journal-ში, ხოლო მოკლედ ამის შესახებ პორტალი Physics World-ი იუწეყება.
თუ დამკვირვებელსა და ვარსკვლავს შორის ერთ ხაზზე შავი ხვრელი აღმოჩნდა, ვარსკვლავიდან გამოსხივებული სინათლე ხვრელის მახლობლად ფოკუსირდება ისე, როგორც ჩვეულებრივი გამადიდებელი ლინზას შემთხვევაში, ოღონდ ხვრელი სხივებს გრავიტაციით გადახრის და არ ახდენს მათ გარდატეხას, როგორც ამას აკეთებს ჩვეულებრივი ოპტიკური ლინზა.