ასტრონომთა ორმა ჯგუფმა აღმოაჩინა წყლის ყველაზე დიდი რეზერვუარი, აქამდე აღმოჩენილთა შორის სამყაროში. წყალი, ექვივალენტური 140 ტრილიონი დედამიწის წყლის საფარისა, გიგანტური შავი ხვრელის გარშემოა თავმოყრილი. ხვრელი დედამიწიდან 12 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კვაზარის ცენტრში მდებარეობს.