ბეტელგეიზეს გამოცანა

 ახლახანს ასტროფიზიკოსებმა, წითელ ზეგიგანტ ბეტელგეიზეზე დაკვირვების დროს, მის გარშემო რამდენიმე მტვროვანი რკალი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ეს ვარსკვლავის ევოლუციის სხვადასხვა ეტაპებზე გამოფრქვეული მატერიაა. გარდა ამისა, აღმოჩენილი იქნა წაგრძელებული სტრუქტურაც, რომლის ბუნება ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.

ჩამორჩენილი ვარსკვლავები და სფერული გროვები

  ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ სფერული ვარსკვლავთგროვები შეიძლება განსხვავებული სიჩქარეებით ევოლუციონირებდნენ, ამ პროცესის დინამიკაზე ყველაზე უკეთესად მათში არსებული ვარსკვლავების განსაკუთრებული კლასი მოგვითხრობს, ლაპრაკია ჩამორჩენილ ვარსკვლავებზე(ESO).

ასტროფიზიკოსებმა პირველი ვარსკვლავების სინათლის დანახვა შეძლეს

 ასტროფიზიკოსებმა, რომლებიც კოსმოსურ გამა-ტელესკოპ ”ფერმი”-ს მიერ გადმოცემული მონაცემების კვლევაზე მუშაობენ, სამყაროს პირველი ვარსკვლავების სინათლე აღმოაჩინეს(Science; NASA).

კოსმოსური ლტოლვილები კვლებს ტოვებენ

 ორბიტალური ტელესკოპი ”სპიცრი”, რომელიც ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს ეკუთვნის, გალაქტიკებიდან გაძევებული ვარსკვლავების შორეულ სინათლეს ხედავს.

ელვარე დუეტი

 ასტრონომებმა ორმაგი სისტემა გამოიკვლიეს, რომლის ორივე მნათობი სამყაროს ყველაზე ელვარე და მასიურ ტიპს მიეკუთვნება(NASA).