სეზონების ცვლილება

დედამიწის ღერძის დახრილობის გამო, წლის განმავლობაში ჰორიზონტის მიმართ მზის ასვლის სიმაღლე იცვლება(შესაბამისად დღის ხანგრძლივობაც). ჩრდილოეთ ნახევარსფეროში , როცა ღერძი მზისკენაა გადახრილი, დღე უფრო დიდ ხანს გრძელდება და მზეც დღის განმავლობაში ცაზე საკმაოდ მაღლა ასწრებს ასვლას. შედეგად ტემპერატურა იზრდება, ამ დროს ზაფხულია. როცა ჩრდილოეთ პოლუსი მზის საწინააღმდეგო მიმართულებითაა გადახრილი, ყველაფერი პირიქით ხდება და გარემოც უფრო ცივდება, ამ დროს ზამთარია. 

ცუნამი, მიწისძვრა და “სუპერსავსემთვარეობა”

 ეს არის წყლის მასებზე მძლავრი ზემოქმედებით წარმოქმნილი გრძელი ტალღები. ცუნამი ძირითადათ წყალქვეშა მიწის ძვრებითაა გამოწვეული(85%), ამ დროს ხდება ოკეანის ფსკერის სწრაფი გადაადგილება (აწევა ან დაწევა). ის ნებისმიერი მიწის ძვრის დროს ჩნდება, თუმცა დიდ სიმძლავრეს აღწევს, როცა მაგნიტუდა 7 და მეტი ბალია. ცუნამის 80% წყნარი ოკეანის პერიფერიებზე ხდება. მოვლენის პირველი მეცნიერული აღწერა ხოსე დე აკოსტამ გააკეთა 1586 წელს. მაშინ მძლავრმა მიწის ძვრამ 25 მეტრიანი ტალღები წარმოშვა, რომლებიც ხმელეთზე 10 კილომეტრის მანძილეზე შეიჭრნენ(პერუ).

ელვა – ანტინაწილაკების წყარო

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჭექაქუხილის დროს დედამიწის ატმოსფეროში ხდება მოვლენები, რომლებიც ძალიან გვანან კოსმოსის სიღრმეებში მომხდარ პროცესებს(ილუსტრაცია Flight Center/J. Dwyer, Florida Inst. of Technology).

გაირკვა, რომ ელვა წარმოშობს ანტიმატერიის უწვრილეს ნაკადებს, რომლებიც შემდეგ უზარმაზარ სიმაღლეებამდე ვრცელდებიან. ეს აღმოჩენა იყო მშვენიერი გაგრძელება ჯერ კიდევ 17 წლის წინანდელი თემისა, როცა მეცნიერებმა გაიგეს, რომ ელვას შეუძლია გამა ანთებების გენერირება.

NASA-მ დედამიწაზე ოქროსა და პლატინის არსებობას ახსნა მოუძებნა

სპეციალისტთა გაერთიანებულმა ჯგუფმა ამერიკის ოთხი ინსტიტუტიდან, რომელსაც ნასა აფინანსებს, შეადარა ე.წ. მაღალსიდეროფილური ელემენტების შემცველობა დედამიწის ქერქსა და მანტიაში, აგრეთვე მთვარის და მარსული მეტეორიტების შემადგენლობაში.

ელვა ზესწრაფი რენტგენული კამერით გადაიღეს

ელვა ზესწრაფი რენტგენული კამერით გადაიღეს ყველასთვის ცნობილია, რომ ელვას სურათის გადაღება ძალიან ძნელი საქმეა. თუმცა მეცნიერული პროგრესი არ დგას ერთ ადგილზე. ფლორიდის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა გადაიღეს ელვას ფოტო ზესწრაფი რენტგენული კამერით, რომელიც 700 კილოგრამს იწონის.