ასტროფიზიკოსებმა არდაბადებული ვარსკვლავების ნარჩენები აღმოაჩინეს. მეცნიერთა ნაშრომი პუბლიკაციისთვის Astronomy and Astrophysics-შია მიღებული, მოკლედ კი შეგიძლიათ ნახოთ arXiv.org-ზე.

ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
ასტროფიზიკოსებმა არდაბადებული ვარსკვლავების ნარჩენები აღმოაჩინეს. მეცნიერთა ნაშრომი პუბლიკაციისთვის Astronomy and Astrophysics-შია მიღებული, მოკლედ კი შეგიძლიათ ნახოთ arXiv.org-ზე.
თერმობირთვული საწვავის ამოწურვასთნ ერთად, ვარსკვლავის სიღრმეები ”ცივდება” და ვეღარ უწევს წინააღმდეგობას გრავიტაციულ შეკუმშვას. ვარსკვლავი კოლაფსირებს, ანუ მისი შემადგენელი მატერია ცენრტისკენ იწყებს ვარდნას. ამ დროს ვარსკვლავი ან ზეახლად ინთება ან განსხვავებული პროცესებით ამთავრებს სიცოცხლეს.
არსებობს მრავალნაირი ტიპის ვარსკვლავი. ზოგიერთი მათგანის რადიუსი 30-ჯერ აჭარბებს მზისას, ზიგი კი მხოლოდ მოზრდილი ქალაქის ტოლია. ზოგი ვარსკვლავი იმდენად ცხელია, რომ მათი გამოსხივების ძირითადი ნაწილი ულტრაიისფერზე მოდის, არიან ისეთი ცივებიც, რომ მათი მუქი-წითელი შეფერილობა სპექტრის წითელ ნაწილშიც კი უკიდურესად სუსტადაა გამოხატული.
დაკვირვებებმა ელვარე ნისლეულის უამრავი ახალგაზრდა ვარსკვლავი გამოავლინა, მინიმუმ ექვსი მასიური ვარსკვლავის ჩათვლით.
კომპიუტერულმა მოდელირებამ მეცნიერებს საშუალება მისცათ Ia-ს ტიპის ზეახლების აფეთქების დროს მოქმედი პროცესები დაენახათ. მკვლევარებმა შედეგები ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს(ბალტიმორში), ხოლო მოკლედ ამის შესახებ საზოგადოების საიტზე დაიწერა(pdf).
ასტრონომებმა გაქცეული ვარსკვლავების არსებობას ახსნა მოუძებნეს – როგორც აღმოჩნდა, მათ მშობლიური გროვადან მასიური ორმაგი ვარსკვლავები ისვრიან. სტატია ამის შესახებ დაიწერა ჟურნალ Science და საიტ New Science-ში.
რატომ არის”პრიმიტიულ” ვარსკვლავებში ასეთი დიდი რაოდენობით ოქრო და პლატინა? როგორ მოხვდნენ ისინი ამ ვარსკვლავებში, სხვებში კი არა?
მეცნიერებმა დღეისათვის ცნობილ ვარსკვლავთა შორის ყველაზე სწრაფად მბრუნავი ვარსკვლავი აღმოაჩინს. ამის შესახებ დაიწერება ჟურნალში Astrophysical Journal Letters, მოკლედ კი შეგიძლიათ ნახოთ arXiv.org-ზე.
საუკუნის დასაწყისში პერსევსის GK ყველაზე ელვარე ვარსკვლავად იქცა პლანეტა დედამიწის ცაზე. აფეთქების დროს გამოტყორცნილი ნივთიერება გაფართოებას აგრძელებს და ნისლეულად იქცევა, რომლსაც ნისლეული ფეიერვერკი შეარქვეს(ვიდეო).