თერმობირთვული რეაქცია – ვარსკვლავების ენერგიის წყარო

თერმობირთვული სინთეზი – ატომური დაშლის შებრუნებული რეაქცია: უფრო პატარა ბირთვები უფრო დიდებად ერთიანდებიან. სამყაროში ყველაზე გავრცელებული რეაქცია არის წყალბადის ბირთვების თერმობირთვული გაერთიანება ჰელიუმად.

„ვარსკვლავძვრა“

  ორბიტალურმა ტელესკოპმა „კეპლერმა“ შეაგროვა მონაცემები „ვარსკვლავძვრებზე“(მიწისძვრა), ხუთასამდე მზისმაგვარი ვარსკვლავიდან. ამის შესახებ იუწყებიან ჟურნალი Sciense და პორტალი Space.com.-ი.

ვარსკვლავი ოთახის ტემპერატურით

როგორც სრულფასოვანი ვარსკვლავები, ყავისფერი ჯუჯებიც გაზური ღრუბლების კოლაფსით ფორმირდებიან (ერთ ადგილზე შეგროვება და შეკუმშვა), თუმცა ისინი თერმობირთვული რეაქციების დიდხანს შენარჩუნებას ვერ ახერხებენ არასაკმარისი მასის გამო.

სპიცერის სახელობის ორბიტალური ტელესკოპი.

 

ნეიტრონული ვარსკვლავი ცივდება

ზეახალის ნარჩენი კასიოპეია-ა ჩვენგან საკმაოდ შორს მდებარეობს – 11 000 სინათლის წელი. ამ ზეახალის აფეთქების შუქი, რაც მასიური ვარსკვლავის სიკვდილზე მეტყველებს, დედამიწაზე 330 წლის წინათ მოვიდა.ამ გამოსახულებაზე, რომელიც შედგენილია რენტგენის და ოპტიკურ დიაპაზონებში გადაღებული ფოტოებით, ვარსკვლავური გაზების “ნამსხვრევები” 15 სინათლის წლის რადიუსში გაიფანტნენ. ელვარე წყარო ცენტრში, უზარმაზარი სიმკვრივის ნეიტრონული ვარსკვლავია, ის რაც კოლაფსირებული ვარსკვლავისგან დარჩა(ზეახალი!!!).

გაქცეული ვარსკვლავი

  ნასას მეცნიერებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავი, რომელიც თავის ძველ კომპანიონს გაექცა. ის მაღალი სიჩქარით მოძრაობს გაზისა და მტვრის ვარსკვლავურ ღრუბელში და რკალის მაგვარ ტალღას წარმოქმნის(ყვითელი რკალი ფოტოზე).

პირველად იქნა გადაღებული ზეგიგანტის დაბნელების დეტალური სურათი

ლაპარაკია ვარსკვლავზე Epsilon Aurigae, რომელიც ჩვენგან 2000 სინათლის წლითაა დაშორებული. ყოველ 27 წელიწადში ერთხელ, ვარსკვლავი 680 დღე ბნელდება, რომლისდროსაც მისი სიკაშკაშე ორსამჯერ მცირდება. ეს მოვლენა პირველად 1821 წელს აღმოაჩინა გერმანელმა ასტრონომმა იოჰან ფრიჩმა. მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი ამუცნაური მოვლენის შესწავლა დეტალებში, 4 ერთმანეთისაგან 300 მეტრით დაშორებული ინფრაწითელი ტელესკპების საშუალებით.

ვარსკვლავი

ვარსკვლავი — ციური სხეული, რომელშიც მიდის, მიდიოდა ან წავა თერმობირთვული რეაქციები. მზეც ტიპიური ვარსკვლავია. ვარსკვლავები წარმოადგენენ მასიურ, კაშკაშა გაზის(პლაზმურ) სფეროებს. წარმოიქმნებიან გაზისა და მტვრის გრავიტაციული შეკუმშვის შედეგად. გაზების ტემპერატურა მათ სიღრმეებში მილიონობით, ხოლო ზედაპირზე ათასეულობით გრადუსია. ვარსკვლავების ენერგიის წყარო ძირითადათ თერმობირთვული რეაქციებია, ბირთვში ხდება წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნა მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე, ასეთი პირობები ძალიან დიდი მასის ცენტრზე დაწოლით მიიღება. ვარსკვლავებს სამყაროს მთავარ შემადგენელ სხეულებს უწოდებენ, რადგან მათში თავმოყრილია კოსმოსის მანათობელ ნივთიერებათა ძირითადი მასა.