ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრის(ცერნი) მეცნიერებმა ახალი სუბატომური ნაწილაკის აღმოჩენის შესახებ გააკეთეს განცხადება, ნაწილაკს ჰიგსის ბოზონის თვისებები აქვს. მისი არსებობის ექსპერიმენტულ მტკიცებულებას მეცნიერები 45 წლის განმავლობაში ეძებდნენ, ამით კი შეიძლება აიხსნან, თუ რატომ აქვს მატერიას მასა.
კონფერენციაზე Moriond 2012, დანარჩენთან ერთად, წარმოდგენილ იქნა შედეგები დიდ ადრონულ კოლაიდერზე ახალი ნაწილაკებისა და ეფექტების ძებნის შესახებ, რომლებიც სტანდარტულ მოდელში არ არიან.
დიდ ადრონულ კოლაიდერზე მომუშავე მკვლევარები ყველაფერთან ერთად ისეთ პუნქტსაც არ გამორიცხავენ, როგორიცაა ზოგიერთი ეკზოტიკური იდეების შემოწმება, რომლებიც თეორეტიკოსებმა წარმოადგინეს.