ცერნმა ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის შესახებ გააკეთა განცხადება

 შეგახსენებთ, რომ ნახევარი წლის წინ, 2011 წლის სტატისტიკის ანალიზის მერე, ორმა მთავარმა კოლაბორაციამ, რომლებიც კოლაოდერის ორ დეტექტორზე ATLAS და CMS-ზე მუშაობენ ამ ნაწილაკის პირველი სერიოზული ნიშნები დააფიქსირეს, 125 გევ. ენერგიაზე. მაშინდელი სიგნალი ძალიან ჰგავდა მოსალოდნელ ჰიგსისეულს, თუმცა სტატისტიკური შემადგენელი იყო მცირე – 2-3 სტანდარტული გადახრა. ახლა კი, ახალი სტატისტიკის დამუშავების მერე, მეცნიერები, სტატისტიკური მნიშვნელობის 5 სტანდარტულ გადახრამდე ასვლას ელეოდნენ. ეს არის ზღვარი, რომლის იქეთ მკვლევარები ნაწილაკის აღმოჩენის შესახებ ოფიციალურ განცხადებებს აკეთებენ.

 მართლაც, ATLAS და CMS-ის კოლაბორაციების დეტალურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2011 წლის სიგნალი ახალ მონაცმებშიც განმეორდა. ლოკალური სტატისტიკური მნიშვნელობა ATLAS და CMS-ზე 4,9 და 5,0 სტანდარტულ გადახრას აღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ორი დეტექტორის მონაცემების გაერთიანება ოფიციალურად არ მომხდარა, ის აშკარად აჭარბებს ზღვარს, რომლის იქეთაც აღმოჩენა ხდება. ამგვარად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას: ახალი ნაწილაკი აღმოჩენილია.

 რატომ თვიალ ფიზიკისები, რომ აღმოჩენილი ნაწილაკი ნამდვილად ჰიგსი ბოზონია? საქმე იმაშია, რომ ჰიგსის ბოზონი უფრო მსუბუქ ნაწილაკებად დაშლის ძალიან მკაფიო სურათს იძლევა. კოლაიდერზე მიღებული შედეგი არა მარტო ნაწილაკის აღმოჩენით შემოიფარგლება, არამედ იმასაც გვიჩვენებს, რომ ბოზონი ერთბაშად დაშლის რამდენიმე მიმართულებით ვლინდება და ისეთი ინტენსიურობით, როგორიც ამ ბოზონმა უნდა გამოავლინოს. იმაზე ფიქრი, რომ ბუნება „გვატყუებს“ და ჩვენს წინაშე რაღაც სხვა ნაწილაკია, ჰიგსის ბოზონის ერთბაშად რამდენიმე პარამეტრით მსგავსი, მაგრამ სხვა, სიმართლესთან ახლოს არ იქნებოდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.