პროტოპლანეტარული დისკოს უცნაური გაქრობა

 შორეული ვარსკვლავის გარშემო პროტოპლანეტარული დისკო ისე მალე გაქრა, რომ მეცნიერები საგონებელში ჩააგდო.  რამდენიმე წლის წინ ვარსკვლავ TYC 8241 2652 1-ის გარემო სივრცე გაზითა და მტვრით იყო სავსე, თუმცა ბოლო დროინდელი დაკვირვებებით დადგინდა, რომ მტვროვანი დისკო გაქრა. არა და მეცნიერები მას მომავალი პლანეტრული სისიტემის ჩამოსაყალიბებლად საუკეთესო ადგილად მიიჩნევდნენ.
 ვარსკვლავი ცენტავრის თანავარსკვლავედში, 450 ინათლის წლის მანძილეზე იმყოფება. მისი ისტორია 10 მლნ. წლის წინ დაიწყო, ის მზის უნცროსი დაა, რომლის ასაკი, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, დღესიათვის 4,5 მლრდ. წელი უნდა იყოს.
 მტვრის უმცირესი ნაწილაკები ვარსკვლავის გარშემო მოძრაობენ და მის სინათლეს შთანთქავენ, ინფრაწითელ შუქში მისი შემდგომი გარდაქმნით. მათი ელვარების მიხედვით მეცნიერები ასკვნიან, თუ რამდენად სქელია მტვროვანი დისკო.
 TYC 8241 2652 1-ის გარემომცველი დისკო 1983 წელს აღმოაჩინეს, ის შედარებით მუდმივ სახეს 25 წელი ინარჩუნებდა. მეცნიერთა შეფასებით მის შემადგენლობაში 1000 ტრილიონი მტვრის ნაწილაკი შედიოდა, რაც დედამიწის ყველა სანაპიროზე არსებული ქვიშის რაოდენობის ექვივალენტურია.
 ყველაფერი 2009 წელს შეიცვალა
  Gemini. ლაზერი ატმოსფეროში ვარსკვლავისმაგვარ მნათ წერტილს აჩენს, რომლის ციმციმზე დაკვირვებით, ისევ ობსერვატორიიდან, ხდება ტელესკოპის სარკის უმცირესი შევიწროება-გაფართოება და ატმოსფერული ჰაერის ლივლივით გამოწვეული დამახინჯების კომპენსირება.
 დაკვირვებებით ტელესკოპით „სამხრეთ ტყუპი“(Gemini South) ჩილედან და ზოგიერთი სხვა ინსტრუმენტიდან დადგინდა, რომ ინფრაწითელი გამსოხივება, რომელსაც მტვერი ასხივებს, უფრო სწორად მისი ინტენსიურობა, განახევრდა. შემდგომი დაკვირვებების დროს მტვერი საერთოდ აღარ გამოჩნდა. 2 წლის განმავლობაში მისი რაოდენობა 30-ჯერ შემცირდა.
 მილიონობით წლები მიმდინარე ასტრონომულ პროცესებთან შედარებით ასეთი ცვლიელბა არაჩვეულებრივად სწრაფია.
 მკვლევარი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან(ლოსანჯელესი, ა.შ.შ.) ბენ ცუკერმანი ამბობს:“ TYC 8241 2652 1-თან მტვრის გაქრობა ისეთი უცნაური და სწრაფი იყო, რომ დაკვირვებებში მოხდარ შეცდომაზე კი შეიძლებოდა გვეფიქრა“.
 სწრაფად გამქრალი მტვროვანი დისკო მეცნიერებს მზის სისტემის განვითარების ადრეულ ეტაპებზე პლანეტების ჩამოყალიბების პროცესებში უკეთ გასარკვევად დაეხმარება.
სად გაქრა მტვროვანი დისკო? არსებობს ორი განსხვავებული თეორია. პირველის მიხედვით, მტვერი ვარსკვლავზე დაეცა. მეორეს მიხედვით კი, მტვერი მძლავრი შეჯახებების შედეგად გაქრა, რადგან შეჯახებამ მისი დიდი ნაწილი ამ ვარსკვლავის სისტემიდამ გამოდევნა. თუმცა, ბოლომდე ვერც ერთი თეორია ვერ ხსნის ამ იდუმალ გაქრობას.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.