(ტიტანი და დიონა)ტიტანის ერთ-ერთმა ეკვატორულმა შტორმმა გიგანტური ისრის ფორმა მიიღო, ისარი პირდაპირ აღმოსავლეთისკენ არის მიმართული. „ისრის“ სიგრძე 1200 კილომეტრია, თითოეული „ფრთის“ სიგრძე, რომლებიც სამხრეთის და ჩრდილოეთისკენაა მიმართული სიგრძით 1500 კილომეტრ აღწევს. ეს უცნაური ფორმის ღრუბლების სისტემა კადრში 2010 წლის სექტემბერს მოხვდა(NASA/JPL/SSI).



მეცნიერებმა მოძებნეს კიდევ ერთი მტკიცებულება ბნელი ენერგიის სასარგებლოდ – უფრო ზუსტად რომ ვქვათ, მათ აღმოაჩინეს ერთ ერთი ალტერნატიული თეორიის არამართებულობა, რომელიც სამყაროს განიხილავს ბნელი ენერგიის მონაწილეობის გარეშე. მეცნიერთა ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალ Astrophisical Journal-ში, ხოლო მოკლედ ამ ინფორმაციას ავრცელებს პორტალი Space.com-ი.
ESO(ევროპის სამხრეთული ობსერვატორია)-ს მიერ გადაღებული ახალი სურათები ათასეულობით გალაქტიკების დემონსტრაციას ახდენენ, კერძოდ გალაქტიკათა დიდ ჯგუფს, რომელიც მასიურ გალაქტიკურ გროვას, სახელად აბელს ეკუთვნის, ნომრით 315. ცაზე შეუიარაღებელი თვალით ყურებისას, მხოლოდ 