კვლევის ავტორთა მიერ გადაღებული ჰეილ-ბოპის კომეტა.
ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
კვლევის ავტორთა მიერ გადაღებული ჰეილ-ბოპის კომეტა.
კოსმოსის ყველაზე კაშკაშა ობიექტების საშუალებით გაკეთდა აქამდე არსებულთა შორის ყველაზე ზუსტი, სამყაროს სამგანზომილებიანი რუქა.
GRB 100621A(ამ სურათზე გაერთიანებულია მონაცემები რენტგენის,ულტრაიისფერ და ხილულ დიაპაზონებში) – არის ახალი რეკორდსმენი რენტგენის გამოსხივების ინტენსიურობაში. ასტრონომთა აზრით მოვლენა უკავშირდება შავი ხვრელის წარმოქმნას(ფოტო NASA/Swift/Stefan Immler).
ასტრონომებმა დაადგინეს, რომ სამყაროს პირველი ვარსკვლვები ღერძის გარშემო 100-ჯერ უფრო სწრაფად ტრიალებდნენ, ვიდრე ახლანდელი მათი თანამოძმეები. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა საიტ ScienseNOW-ზე.
აქამდე ითვლებოდა, რომ ელექტრონის მოძრაობის, რომელსაც ისეთი პატარა მასა და ზომა აქვს, რომ მასზე სინათლის სხივიც კი არ აირეკლება(თუ სხეულის ზომა გამოსხივებული ტალღის სიგრძეზე დიდია, მაშინ ტალღა ამ სხეულიდან აირეკლება, თუ პატარაა, ტალღა მას გარშემო შემოუვლის და აგრძელებს გზას), დანახვა შეუძლებელია. თუმცა ჰამფრი მერისმა და ვეი გომ, ბროუნის ფიზიკის ინსტიტუტიდან, ჩაატარეს არც თუ ისე რთული ექსპერიმენტი და დაადგინეს, რომ ამაში არაფერი ფანტასტიური არაა.
ასტრონომებმა პლანეტა კიბოს 55 e-ს(55 Cancri e) მონაცემები განსაზღვრეს. ის არის მეცნიერებისთვის ცნობილ ეკზოპლანეტათ შორის ყველაზე მკვრივი. 55 Cancri e ბრუნავს ვარსკვლავ 55 Cancri-ეს გარშემო, რომელიც დედამიწიდან 40 სინათლის წლითაა დაშორებული.
ალენის რადიოტელესკოპების მასივის მუშაობა, რომლითაც უცხოპლანეტელების მიერ გამოგზავნილ სიგნალებს ეძებენ, შეჩერებულია უსახსრობის გამო, რადგან პროექტი SETI, რომელიც ამ პროექტს კურირებდა, დაფინანსების ყველანაირი წყაროს გარეშე დარჩა. ამის შესახებ განაცხადა პროექტ SETI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტომ პირსონმა.
გალაქტიკების სპექტრში არსებული წითელი წანაცვლებით ხდება ამ გალაქტიკებამდე მანძილის დადგენა. რაც უფრო ძლიერია წანაცვლება მით უფრო შორსაა გალაქტიკა. მანძილის დადგენის ეს მეთოდი ეფუძნება დოპლერის ეფექტს(ნახეთ მანძილები კოსმოსურ ობიექტებამდე).
ასტროფიზიკოსების საერთაშორისო ჯგუფმა კომპიუტერული მოდელირების საშუალებით აჩვენა, რომ ორი საკმაოდ მასიური ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახება იწვევს მბრუნავი შავი ხვრელის გაჩენას, შემოფარგლულს ზემძლავრი მაგნიტური ველით, ტოროიდალური და პოლოიდალური ფორმებით.