ჰიგსის ბოზონი არ აღმოუჩენიათ

 

 

კოლაბორაცია ATLAS-ის იფიციალურმა წარმომადგენელმა((Fabiola Gianotti) განაცხადა, რომ აჟიოტაჟი ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის შესახებ არ შეეფერება სინამდვილეს. მონაცემები ჰიგსის ”გამოჭერის” შესახებ მათემატიკოს პიტერ ვოიტის ბლოგზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. კომენტატორმა მოიყვანა ფრაგმენტი ფიზიკოსების მიმოწერიდან, რომლებიც დეტექტორ ATLAS-ზე მუშაობენ. ფრაგმენტში ლაპარაკი იყო რამდენიმე სიგნალის რეგისტრაციაზე, რომელიც შეიძლება მიეწეროს პროცესებს ჰიგსის ბოზონის გაჩენით. ამ მონაცემების მიხედვით ნაწილაკის მასა 115 გიგაელექტრონვოლტია

 ინტერნეტში გაჟონილმა ინფორმაციამ სკეპტიციზმი გამოიწვია მეცნიერულ საზოგადოებაში – ფიზიკოსების ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია არის ის ფაქტი, რომ ”საეჭვო” სიგნალის შესახებ შეტყობინება არ იყო გამოქვეყნებული სარეცენზიო ჟურნალში. ამას გარდა, ნაწილაკის ხსენებული მასა ვერ ჯდება სტანდარტულ მოდელში – ყველაზე უფრო მიღებულ თეორიაში, რომელიც ხსნის ფუნდამენტური ფიზიკის კანონებს. ასეა თუ ისე, თვითონ ეს ფაქტი არ შეიძლება იყოს მტკიცებულება რაიმე ახალი მონაცემების არამართებულობის შესახებ.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.