პლანეტების მზვერავი „კეპლერი“ პლანეტარული სისტემებისა და პლანეტების შესახებ უნიკალური მონაცემების შეგროვებას აგრძელებს(NASA).
ტრანზიტის მეთოდის დახმარებით, მეცნიერებმა სარწმუნო წარმოდგენა შეიქმნეს იმის შესახებ, რომ ჩვენს გალაქტიკაში, მოკრძალებული შეფასებებითაც კი, 100 მილიარდი პლანეტაა(საშუალოდ, ერთი პლანეტა ერთ ვარსკვლავზე).
ჯერ კიდევ 2009 წელს აღმოაჩინეს სისტემა კეპლერ-32(კომპაქტური, რადიუსით 0,3 ა.ე.). აღმოჩენა მიწიდან დაკვირვებებითაც არის დამოწმებული, ხოლო ვარსკვლავის М სპექტრული კლასის კუთვნილება იმას გულისხმობს, რომ ასეთი სისტემები ჩვენი გალაქტიკისთვის ტიპიურია: 100-150 მილიარდი ვარსკვლავიდან 70% М კლასსზე მოდის. „კეპლერის“ თვალთახედვის არეში ათსობით М-ვარსკვლავია მოხვედრილი და ბევრ მათგანთან ტრანზიტული სიგნალებია დაფიქსირებული(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).
პლანეტოლოგების წინ სწორედ ასეთი სურათია წარმოდგენილი, თუმცა „თვალმახვილი „კეპლერი“ ვარსკვალური ცის 1/400 ხედავს, მას მხოლოდ იმ ეკზოპლანეტების დაფიქსირება შეუძლია, რომელთა ორბიტები „კეპლერის“ მხედველობის სხივზე დედავარსკვლავის დისკოზე პროეცირდება. თუ პლანეტათა ორბიტები მხედველობის მიმართულების პერპენდიკულარულია, მაშინ მათი ტრანზიტული მეთოდით აღმოჩენა შეუძლებელია(ქართველების მიერ გადაღებული ვენერას ტრანზიტი(ვიდეო ნასასგან). ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ კოსმოსში პლანეტათა რაოდენობა ფანტასტიკურია!“ – ამბობს უილიამ ბორუცკი, მისიის მთავარი ხელმძღვანელი, ნასას ეიმსის სახელობის კვლევითი ცენტრიდან(ეკზოპლანეტა თავისი ვარსკვლავის ელვარებაზე გრავიტაციით ზემოქმედებს).
კოსმოსური მზვერავის დამხმარეების როლში ზედაპირული ტელესკოპები გამოდიან და ასევე კოსმოსური „სპიცერი“. „კეპლერის“ აღმოჩენათა დასადასტურებლად მათი ჩართულობა მთავარი პირობაა ეკზოპლანეტების ძიების საქმეში. მიწიდან დაკვირვებებს კეკის(ჰავაი), Hobby-Ebberly და Harlan J. Smith(ტეხასის შტატი), Hale და Shane(კალიფორნია),WIYN, MMT(ტელესკოპი მრავალელემენტიანი სარკეებით), Tillinghast(არიზონა), ტელესკოპი კანარის კუნძულებზე(ესპანეთი) ახდენენ. ეკზოპლანეტის აღმოჩენის ფაქტის დადასტურება დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ხდება, ეს დრო სარწმუნო გამოთვლებისათვის არის საჭირო, პარალელურად მიღებული მონაცემების საფუძველზე.
2011 წლისთვის პლანეტათა რაოდენობის შესამჩნევი ზრდა „დედამიწის“(43%) და „სუპერდედამიწის“(21%) ზომის ობიექტთა ხარჯზე მოხდა. „კეპლერის“ მიერ აღმოჩენილ პლანეტათა რაოდენობა კი დღეისათის 2740 უტოლდება, ისინი 2036 ვარსკვლავის მახლობლად არიან გადანაწილებულნი! მათი რიცხვი კი დღითიდღე იზრდება.
პლანეტარული სისტემები ძალიან განსხვავებულები არიან: კომპაქტურები და დიდები, პატარა და გიგანტური პლანეტებით(ეკზოპანეტები), სატურნისა და იუპიტერის მსგავსად, თავიანთ ვარსკვლავთან ახლოს მდებარე ცხელები და კოსმოსურ საყინულეში, ვარსკვლავიდან შორს მოძრავი პლანეტები. პლანეტები თავიანთ სისტემებში წონასწორობის მიუღწევლობის გამო მიგრირებენ, როგორც მზის სისტემაში ხდებოდა, პლანეტარული სისტემების ევოლუციის შესწავლა კი პლანეტოლოგიის უმნიშვნელოვანესი საკითხია.