ჩვენს გალაქტიკაში 100 მილიარდი პლანეტაა

 მისია „კეპლერის“ წყალობით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენს გალაქტიკაში 100 მილიარდადმე პლანეტა შეიძლება იყოს.

 ნასას ორბიტალური ობსერვატორია, რომელიც ეკზოპლანეტების საძებნელად და შესასწავლადაა შექმნილი, მეცნიერებს ჩვენს გალაქტიკაში არსებული პლანეტების რაოდენობის დაახლოებითი მონაცემის დადგენაში ეხმარებათ.

 „კეპლერი“ მძლავრი ზემგრძნობიარე ფოტომეტრითაა აღჭურვილი, ერთბაშად 100 000 ვარსკვლავზე დაკვირვება შეუძლია და ამას კიდევ 3,5 წელი გააგრძელებს. ვარსკვლავთან პლანეტის არსებობა მისი ელვარების პერიოდული ცვლილებებით განისაზღვრება, რასაც ტრანზიტს უწოდებენ – პლანეტის თავისი ვარსკვლავის წინ გავლა.

 გალაქტიკაში პლანეტების კვლევასა და „დათვლაში“ კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებიც იღებდნენ მონაწილეობას.

 „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 100 მილიარდი პლანეტაა თავმოყრილი. ეს რა თქმა უნდა დაახლოებითი რიცხვია. სინამდვილეში მათი რაოდენობა გაცილებით მეტი ან ნაკლები შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, ეს თავისებური აღმოჩენაა, ჩვენ ხომ ეს რიცხვი „კეპლერის“ მონაცემებზე დაყრდნობით მივიღეთ“ – ამბობს პლანეტოლოგი ჯონ ჯონსონი.

 გამოთვლების საფუძვლად სისტემა Kepler-32 და მისი ხუთი პლანეტა იქნა აღებული, რომელთაგან ორის ნამდვილად პლანეტობა ასტრონომებმა კარგა ხანია დაამტკიცეს. მკვლევარებმა დანარჩნი სამიც დაამტკიცეს და ვარსკვლავური სისტემა Kepler-32 სხვა სისტემებს შეადარეს, რომლებიც ასევე „კეპლერმა“ აღმოაჩინა. ხოლო შემდეგ ყველაფერი მარტივი მათემატიკის საქმე იყო, რითაც რიცხვი 100 მილიარდი იქნა მიღებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.