წყლის ნიმუშთა ანალიზით, რომელიც 2012 წელს ანტარქტიკული ტბა ვოსტოკიდან ამოიღეს, დადგინდა, რომ მასში ცხოვრობენ ბაქტერიები, რომლებიც ბაქტერიათა არცერთ ცნობილ კლასს არ მიეკუთვნებიან. ამის შესახებ პეტერბურგის ატომური ფიზიკის ინსტიტუტის, ეუკარიოტთა გენეტიკის ლაბორატორიის თანამშრომელი, სერგეი ბულატი აცხადებს(РИА Новости).
„ერთი კვირის წინ, ფაქტიურად, ბოლო ანალიზი დასრულდა(იქნება კიდევ ერთი, თუმცა ის მაინცდამაინც ვერაფერს შეცვლის). ჩვენ მიერ ყველა ცნობილი კონტამინატების გამორიცხვის შემდეგ(უცხო ორგანიზმების), აღმოჩენილ იქნა დნმ, რომელიც, მსოფლიო მონაცემთა ბაზაში ბაქტერიათა სამყაროს არცერთ წარმომადგენელს არ დაემთხვა“ – ამბობს ბულატი.
მან განმარტა, რომ გამოიკვლიეს წყალი, რომელიც ჭაბურღილის წვერის, ტბაში ჩასვლისთანავე მასზე გაიყინა. ყველა დანარჩნი ბაქტერიების გამორიცხვის მერე დარჩა სამი, მათგან ორი უკვე ცნობილია, ხოლო მესამე კი… გამოვლენილ იქნა შვიდი კლონი, ანუ დნმ-ს შვიდი დამოუკიდებელი ფრაგმენტი. იდენტიფიცირების ჩატარების მერე ის არცერთ ცნობილ სახეობას არ დაემთხვა. მსგავსების დონე 86%-ზე ნაკლებს შეადგენდა. ეს ფაქტიურად „ნულია“ როცა საქმე დნმ-ის კვლევას ეხება. 90%-იანი დონე უკვე იმაზე მეტყვლებს, რომ ეს უცნობი ორგანიზმია.
შემდეგ, მეცნიერებმა ახალი ბაქტერიების „ნათესავების“ მოძებნა ფილოგენეტიკური ხის აწყობის გზით გადაწყვიტეს. „ვერც ასეთნაირად მოხერხდა ბაქტერიის რომელიმე ცნობილი ქვეჯგუფისთვის მიწერა. მარსზე რომ ეპოვათ მას მაშინვე უცხოპლანეტურს მიაკუთვნებდნენ, თუმცა ეს მიწიერი დნმ-ია. მაისში, ანტარქტიდიდან სუფთა წყლის ახალი ნიმუშები ჩამოვა, თუ მასში იგივე ტიპის ორგანიზმები აღმოვაჩინეთ, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ დედამიწაზე ახალი სიცოცხლეა აღმოჩენილი“ – დასძენს ბულატი(ყინულის საფარით იზოლირებული სიცოცხლე; კიდევ ბაქტერიებზე; გარდაუვალი სიცოცხლე; გალაქტიკა როგორც ბიოსფერო).