დაკარგული ზეახალი იპოვეს

 დაკარგული, სისტემა Pan-STARRS-ის ტელესკოპებით იპოვეს. ეს სისტემა კოსმოსის პანორამული დამზერისთვის არის შექმნილი, რათა სწრაფი რეაგირება მოხდეს მასში მიმავალ პროცესებსა და მოვლენებზე.

 ამჯერად ლაპარაკია დაკარგულ და შემდეგ ისევ ნაპოვნ ზეახალზე, რომელიც ზეახლების იშვიათ ტიპს მიეკუთვნება, აღნიშვნით PS1-12sk, ტიპი Ibn. მეცნიერებისთვის მხოლოდ ექვსი ასეთი ვარსკვლავია ცნობილი.

 PS1-12sk ელვარე ელიფსურ გალაქტიკაში მდებარეობს, რომელიც ბურთს ჰგავს. ზეახალი შარშან აღმოაჩინეს, ხოლო შემდეგ ტელესკოპები მის იდენტიფიცირებას ვეღარ ახერხებდნენ, სანამ Pan-STARRS-ის სისტემით ცის ახალი სკანირება არ ჩატარდა.

 მეცნიერთა შეფასებით, იშვიათი და იდუმალი ზეახალი PS1-12sk დედამიწიდან 780 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ასეთი ზეახლები ახალგაზრდა და მასიური ვარსკვლავების აფეთქებით ჩნდებიან, თუმცა იმ გალაქტიკაში, რომელშიც ეს ზეახალი აინთო, მცირე ხნის წინათ დაწყებული ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების კვალიც კი არსად ჩანს(მენიერებმა მზის სისტემის ზეახალი ”დაკარგეს”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.