მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იუპიტერის თანამგზავრის, ევროპას სიღრმეში არსებული ოკეანედან ნივთიერებები ყინულოვან ზედაპირზე ხვდებიან(ScienceNow).
მეცნიერთა დასკვნები თანამგზავრის ზედაპირიდან არეკლილი სინათლის სპექტრულ ანალიზს ეფუძნება. კვლევები ჰავაიზე არსებული კეკის ტელესკოპით ტარდებოდა, რომელიც სპექტრომეტრ OSIRIS-ით არის აღჭურვილი. ასტრონომთა თქმით ეს ინსტრუმენტი რამდენიმჯერ აჭარბებს კოსმოსური თანამგზავრი ”გალილეის”, რომელიც იუპიტერს 1995-2003 წლებში იკვლევდა, სპექტრომეტრის გარჩევადობის შესაძლებლობას.
დადგინდა, რომ ევროპას ზედაპირზე მაგნიუმის კვლებია – ელემენტისა, რომელიც იქ მხოლოდ ყინულის სქელი ფენის ქვეშ არსებული ოკეანედან თუ მოხვდებოდა. მაგნიუმი სულფატის სახით არის წარმოდგენილი, გოგირდის წყაროდ კი იუპიტერის მეორე თანამგზავრი – იო ითვლება.
ევროპა ე.წ. გალილეის(იუპიტერი) თანამგზავრებიდან სიდიდით მეორეა, ჩვენს მთვარეზე ოდნავ პატარა. ის მთლიანად ყინულის ქერქით არის დაფარული, რომლის ქვეშაც მარილიანი წყლის, ან სხვა ვერსიის მიხედვით, მოძრავი ყინულის ოკეანეა. წყლის თხევად მდგომარეობაში შენარჩუნებას იუპიტერის მხრიდან მოქმედი გრავიტაციული მიქცევა-მოქცევები უზრუნველყოფენ(ასეთი შეკუმშვა-გაფართოებების გამო მისი ბირთვი ცხელდება). გიგანტური წყლის ოკეანე ამ თანამგზავრს ყველაზე მიმზიდველ კოსმოსურ ობიექტად აქცევს, მასში არამიწიერი სიცოცხლის შესაძლო არსებობის თვალსაზრისით(NASA იუპიტერის ევროპასთვისაც იცლის).