ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ მზის ზედაპირზე დიდი ლაქები დააფიქსირა(NASA).
დაკვირვებები 2013 წლი 19 და 20 თებერვალს ტარდებოდა. პარასკევს აღმოჩენილი ლაქები ზრდის მაღალი სიჩქარითაც გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთი მათგანი 48 საათში დედამიწის დიამეტრზე ექვსჯერ მეტი ზომის გახდა.
მზის ლაქები მაგნიტური ველების აქტიურობის ზრდის შედეგად ჩნდებიან. ამ რეგიონებში ველის გაძლიერების გამო დამუხტული ნაწილაკების აქტიურობა ჩაიხშობა, რის გამოც ლაქების ადგილზე ტემპერატურა საგრძნობლად მცირეა, ვიდრე დანარჩენ ზედაპირზე. ამით აიხსნება დედამიწიდან დამზერადი ლოკალური ჩაბნელებები.
მზის ლაქები არამდგრადი წარმონაქმნებია. სხვა პოლარობის ანალოგიურ სტრუქტურებთან ურთიერთქმედების დროს ისინი კოლაფსირებენ, რაც გარემო სივრცეში პლაზმური ნაკადების გამოფრქვევას იწვევს(ე.წ. ანთებები მზეზე).
პლაზმური ნაკადი დედამიწამდე მოდიან(გასროლა დამიზნებით), მისი დიდი ნაწილი პლანეტის მაგნიტური ველით ნეიტრალიზირდება, ხოლო ნარჩენები პოლუსებისკენ მიედინებიან, სადაც პოლარული ნათების(1) სახით წარმოგვიდგებიან. მაღალი სიმძლავრის მზიურ ანთებებს თანამგზავრების, ელექტრომოწყობილობისა და ენერგეტიკული ქსელების მწყობრიდან გამოყვანა შეუძლიათ(აქტიური მზე).