მიწანეპტუნი

 ავსტრიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის ასტრონომებმა საკმაოდ საინტერესო ჰოპოთეზა წარმოადგინეს: მათი აზრით, ე.წ. „სუპერდედამიწები“, სავარაუდოდ მყარი ეგზოპლანეტები, დედამიწაზე მნიშვნელოვნად დიდი ზომებით, სინამდვილეში, არა ჩვენი პლანეტის, არამედ ნეპტუნის მსგავსი ობიექტებია(Phys.org).

 კვლევის ხელმძღვანელი ჰელმუთ ლამერი ამტკიცებს, რომ, რასაც ჩვეულებრივ, „სუპერდედამიწას“ უწოდებენ, სინამდვილეში მცირეკალიბრიანი გაზური გიგანტებია – მყარი ბირთვი, შემოფარგლული მძლავრი გაზური გარსით. ასე რომ უფრო სწორი იქნება მათ „მინი-ნეპტუნები“ ვუწოდოთ. დედამიწის მსგავს პლანეტებად კი ისინი ვერასოდეს გადაიქცევა.
 გაზური გიგანტების წარმოქმნის მექანიზმი, თანამედროვე წარმოდგენებით, ძირითადად, ისე გამოიყურება, როგორც ვარსკვლავების წარმოქმნის მექანიზმი: გიგანტურ გაზურმტვროვან ღრუბლებში შესქელებები ფორმირდება და თავისკენ სულ უფრო მეტ მატერიას იზიდავს. შესქელებების მასების გარკვეულ კრიტიკულ ზღვრამდე მიღწევისას, მათში თერმობირთვული რეაქციები იწყება – ვარსკვლავი ინთება. პლანეტებიც ზუსტად ასე, ნარჩენი ნივთერებებისგან „კონდენსირდება“. მტვრისგან მკვრივი ბირთვი ფორმირდება, გაზისგან, შესაბამისად, ატმოსფერო და რაც უფრო დიდია ბირთვი, მით უფრო სქელი და სტაბილური იქნება პლანეტის გაზის გარსიც. ლამერმა ბოლო დროს აღმოჩენილ „სუპერდედამიწებზე -“Kepler-11, Gliese 1214 და კიბოს 55-ზე გაამახვილა ყურადღება.
 ყველა ეს ობიექტი დედამიწაზე რამდენიმეჯერ მასიურია და ცოტა დიდიც. გარდა ამისა, ისინი თავიანთ ვარსკლავთან ძალიან ახლოს ბრუნავენ. როგორც კვლევებით დადგინდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გადაცხელებულია და გაზის დიდი რაოდენობა სივრცეში ეფანტებათ, ატმოსფეროს დიდი ნაწილი მაინც ადგილზე რჩება.

 ლემერის თქმით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ატმოსფეროები გაზის გიგანტებისა, რომლებიც ვარსკვლავიდან შორს მდებარეობენ, კიდევ უფრო უცვლელი დარჩება, ნეპტუნზე და ურანზე ოდნავ მცირე ზომებით, ამიტომ მათთვის „სუპერდედამიწების“ წოდება არამართებული იქნება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.