კომეტა C/2011 L4 მარტში გამოჩნდება

 თუ ეს ასე არ მოხდა, კომეტის დანახვა არაპროფესიონალური ოპტიკით მაინც მოხერხდება.

 C/2011 L4 არაპერიოდული კომეტაა. არსებობს მცირე შანსი იმისა, რომ ის დიდ კომეტად გამოჩნდება, როცა 2013 წლის მარტში პერიელიუმს(მზესთნ უახლოეს წერტილს) გაივლის.

 კომეტა 2011 წლის 6 ივნისს, ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე, მაუიზე დამონტაჟბული Pan-STARRS-ის ტელესკოპებით აღმოაჩინეს.

 პერიჰელიუმის გავლის მერე კომეტის ორბიტალური პერიოდი, მეცნიერათა შეფასებით, 110 000 წელს შეადგენს. სავარაუდოდ კომეტა ოორტის ღრუბლიდან მოვიდა, მზის სისტემის უკიდურესი ჰოპითეტური სფეროდან, რომელიც დიდპერიოდიანი კომეტების წყაროა. მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ ოორტის ღრუბლის არსებობა ბოლომდე დამტკიცებული არაა, თუმცა ბევრი არაპირდაპირი ფაქტი მის არსებობაზე მიუთითებს.

 ოორტის ღრუბელი, სავარუდოდ, ორი განსხვავებული ნაწილისგან შედგება: სფერული შიდა და გარე დისკოსებური ღრუბელი. იქ მდებარე სხეულები ძირითადად გაყინული წყლის, ამიაკის და მეთანისგან შედგებიან. ჰიპოთეზის მიხედვით ეს ობიექტები შორეულ წარსულში მზესთან ახლოს ჩამოყალიბდნენ და შემდეგ პლანეტების გრავიტაციული ზემოქმედებებით მნათობიდან შორს იქნენ გატყორცნილი.

 სურათზე C/2011 L4 თავისი გაზურ-მტვროვანი კუდითაა წარმოდგენილი. ფოტო 2013 წლის 27 იანვარს ავსტრალიის ტერიტორიიდან, 30 სანტიმეტრიანი ტელესკოპით გადაიღეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.