სამყაროში ვარსკვკლავური პიკია

 ამ მომენტისთვის სამყარო ვარსკვლავურ ერას გადის, ახლა ვარსკვლავთწარმოქმნელი პროცესების პიკია, თუმცა ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორის დიმიტარ სოსელოვის აზრით, მალე ჩვენი სამყარო ასევე პლანეტების ფორმირების პიკსაც მიაღწევს. მეცნიერის თქმით, ჩვენს უზარმაზარ სამყაროში უფრო მეტი ვარსკვკავია, ვიდრე ქვიშა მთელს დედამიწაზე, ხოლო ქვიშის მარცვლების რაოდენობა დაახლოებით სამყაროში არსებული პლანეტების რაოდენობის ტოლია. ირმის ნახტომში 200 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია, მათი 90% პატარა და საკმაოდ ხნიერი ვარსკვლავებია იმისათვის, რომ მათ ორბიტებზე პლანეტები არსებობდნენ. ამ ვარსკვლავების მხოლოდ 10% იქნა ფორმირებული საკმარისი რაოდენობის მძიმე ელემენტების შემადგენლობით იმისათვის, რომ დედამიწისმაგვარი პლანეტები მათი 2%-ის გარშემო ჩამოყალიბებულიყვნენ, ან 100 მილიონი სუპერდედამიწები, რომლებიც თავიანთი ვარსკვლავების გარშემო სასიცოცხლო ზონაში ბრუნავენ(ეკზოპლანეტები)

 პროფესორ სასელოვის გარდა, ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმაც ჩაატარა. ამ კვლევის მსვლელობისას დადგინდა, რომ ახალი ვარსკვლავების ფორმირების ტემპმა ამ ეტაპზე თავის 1/30 მიაღწია. სამყაროს განვითარების აღიარებული მოდელის მიხედვით, ვარსკვლავებმა ფორმირება დაახლოებით 13,4 მილიარდი წლის წინათ დაიწყეს, ან დაახლოებით 300 მილიონი წლის მერე დიდი აფეთებიდან. ამ პირველი ვარსკვლავების უმრავლესობა, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, დღევანდელებთან შედარებით მონსტრები იყვნენ და უზარმაზარ მასას ასეულობით წლების განმავლობაშ ინარჩუნებდნენ. ასეთი ვარსკვკავები თერმობირთვულ საწვავას ძალიან სწრაფად წვავენ და ზეახლებად ფეთქედებიან.

 ჩვენი მზე, მაგალითად, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მესამე თაობის ვარსკვლავია და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით სრულიად ტიპიური მასა აქვს. ვარსკვლავების მასებისა და თვისებების მიუხედავად, ისინი გალაქტიკების მთავარი კომპონენტები არიან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.