ირმის ნახტომის ცენტრში გიგანტური შავი ხვრელი იმალება, ის თვალით ჯერ არავის უნახავს.
ახლა ასტრონომები იმის პროგნოზირებას ცდილობენ, თუ როგორი იქნება ხვრელი პირველ ფოტოებზე, რომლებსაც უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი ახალი ტექნოლოგიებით გადაიღებენ.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ შავი ხვრელის ფოტო, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისი საზღვრები, ნამგალის ფორმისა იქნება და არა რაიმე აბსტრაქტულის, როგორც აქამდე წარმოედგინათ.
მეცნიერები ამბობენ, რომ ახდენენ რა ფოტოების მოდელირებას, ისინი პირველი ფოტოების ინტერპრეტირებისთვის ემზადებიან, რომლებიც მომავლის ტელესკოპებით იქნება მიღებული.
Ayman Bin Kamruddin-ი, კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც მოხსენებით ამერიკის ასტრონომული საზოგადოების შეხვედრაზე გამოვიდა, აღნიშნავს:“ვერავინ შეძლო შავი ხვრელის გამოსახულების მიღება. ეს შეუძლებელი იყო.., ახლა კი ამ სტრუქტურის ზოგიერთი დეტალი ჩვენთვის ცნობილი გახდა, თუმცა მისი ნამდვილი ფოტოსურათი ახლაც არ გაგვაჩნია“.
რა თქმა უნდა, თვით შავი ხვრელი უხილავია. თუმცა მისი შემომფარგლავი საზღვარი, საიდანაც უკან გამოსვლა შეუძლებელია, ე.წ. მოვლენათა ჰორიზონტი, ხილული უნდა იყოს.
ახალმა პროექტმა, სახელად „მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი“(EHT), რამდენიმე ტელესკოპი ერთ ინტერფერომეტრად უნდა გააერთიანოს, მთავარი სამიზნით – ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური ზემასიური ხვრელის მახლობელი სივრცე. სამუშაოები 2022 წელს უნდა დამთავრდეს. მანამდე კი დაკვირვებები არსებული ტელესკოპებით ტარდება, ასეთნაირად გროვდება მონაცემები ობიექტზე, სახელად მშვილდოსანი A*, კომპაქტური რადიოწყარო ირმის ნახტომის ცენტრში, რომელიც ალბათ ზემასიური შავი ხვრელია.