დრო-სივრცული ქაფის აღმოჩენის მეთოდი

 ევროპის უნივერსიტეტის თანამშრომელმა იერუსალიმში იაკობ ბექენშტაინმა შედარებით მარტივად ჩასატარებელი ექსპერიმენტის სქემა წარმოადგინა, რომელიც, ავტორის აზრით, პლანკურ ზომებზე სივრცის ფლუქტუაციების აღმოჩენის საშუალებას მოგვცემს(Technology Review; zamandayolculuk.com).

 დრო-სივრცულ ქაფს ეძახიან ფლუქტუაციებს, რომლებიც უკიდურესად მცირე მანძილებზე ჩნდებიან – გაცილებით მცირე, ვიდრე ატომის ბირთვის ზომაა. ასეთ მანძილებს პლანკურს უწოდებენ(დაახლოებით 10-35 მ.).

 დრო-სივრცული ქაფის არსებობა ვაკუუმის კვანტურ ფლუქტუაციებზე დაკვირვებებით არის ნავარაუდევი. მაგალითად, თუ ვაკუუმში მაგნიტური ველის სიმკვრივეს გავზომავთ, მაშინ საკმარისად მგრძნობიარე მოწყობილობით მასში საკუთარი რხევების დაფიქსირება იქნება შესაძლებელი, რომლებიც გარე გარემოს რხევასთან არანაირად არ არიან დაკავშირებულნი. რაც უფრო ნაკლებია დაშორება, რომელზეც მოწყობილობა მუშაობს, მით უფრო ძლიერი იქნება რხევები. ითვლება, რომ პლანკურ სიდიდეებზე რხევები უკიდირესად მაღალ ენერგიებს აღწევენ, ხოლო დრო-სივრცე ბუშტულებს წარმოქმნის, რომლის ამობურცულობებსა და მილაკებს ქაფს უწოდებენ.


 ფიზიკოსთა გამოთვლებით, სივრცის ფლუქტუაციის აღმოჩენა, თუ ამას კოლაიდერებზე გავაკეთებთ, უკიდურესად მაღალ ენერგიებს მოითხოვს, რომლებიც კაცობრიობისთვის შორეული მომავლისთვისაც მიუღწველი იქნება. ამიტომაც ვერ ხერხდება დრო-სივრცული ქაფის დაფიქსირება.

თავის ნამუშევარში ბაქენშტაინმა მოვლენის აღმოჩენა არა კოლაიდერების საშუალებით გადაწყვიტა, არამედ იმპულსის მუდმივობის კანონისა და მარტივი მოწყობილობების საშუალებით.

მისი თქმით, თუ ერთეულ ფოტონს შუშის ბლოკისკენ მივმართავთ, მაშინ ნაწილაკის დაცემა მას მექანიკურ იმპულსს მიანიჭბს და ბლოკიც თავის მდგომარეობას შეიცვლის. ფოტონის იმპულსი, თუმცა, მაკროობიექტთან შედარებით იმდენად მცირე იქნება, რომ საჭირო წანაცვლება პლანკურ ზომაზე ნაკლები შეიძლება აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში ქაფის გამო, წანაცვლება შეუძლებელი იქნება, იმპულსის მუდმივობის კანონი ასეთ ზომაზეც მოქმედებს, ანუ ფოტონი ფაქტიურად შუშის ბლოკს არ ხვდება. ექსპერიმენტის ძალა იმაშია, რომ ის არა ულტრამოკლე წანაცვლებისა და იმპულსების გაზომვას გულისხმობს, არამედ ბლოკში გასული ერთეული ფოტონების წილს, რაც თანამედროვე ტექნიკისათვის სრულიად ხელმისაწვდომია.

პლანკურ მანძილებზე სივრცის სტრუქტურის ცოდნას კოსმოლოგიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თანამედროვე წარმოდგენებით, სამყაროს სტრუქტურა იქნა განსაზღვრული ფლუქტუაციებით, რომლებიც მისი გაჩენის დროს ყალბ ვაკუუმში ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ  ფლუქტუაციების დანახვა რელიქტური გამოსხივების სტრუქტურაში ახლაც შესაძლებელია(კაზიმირის ეფექტი).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.