კოსმოსურმა აპარატმა ”კასინიმ” ნათება დააფიქსირა, რომელიც ტიტანის ატმოსფროს არა მარტო ზედა ნაწილებიდან მოდის, არამედ ღრმა ფენებიდანაც, რომლებიც აქროლადი ორგანული ნივთიერებებისგან შედგებიან.
”ეს უცნაურია, რადგან აქამდე მსგავსი არაფერი გვინახავს” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი რობერტ უესტი, რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან. ”ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ტიტანზე, რაც მას კიდევ უფრო საინტერესო ობიექტად აქცევს”.
დედამიწიდან ნათების დანახვა შეუძლებელია, სატურნზე ყოფნის დროსაც კი, რადგან ტიტანის საკუთარი ნათება ძალიან სუსტია, სულ რაღაც მემილიონედი ვატი. მისი დაფიქსირება ხანგრძლივი ექსპოზიციის საშუალებით მოხერხდა.
”კასინიმ” ნათება ჯერ კიდევ 2009 წელს შეამჩნია. მაშინ ფოტო გადაიღეს მომენტში, როცა ტიტანი სატურნის ჩრდილში მოექცა. ამიტომ მეცნიერები დარწმუნებით ვერ ამბობდნენ, რომ ეს თვით ტიტანის ნათება იყო.
მოვლენა ატმოსფეროს ნათების სახელითაა ცნობილი, როცა მისი შემადგენელი მოლეკულები მზის სხივებთან ან სხვა დამუხტულ ნაწილაკებთან შეჯახებით აღიგზნებიან(პოლარული ნათება).
”ეს რაღაცით ნეონის ნათურას მოგვაგონებას, რომელშიც ელექტრობით გენერირებული ელექტრონები(1;2) ნეონის გაზის ატომებს ეჯახებიან. ტიტანის შემთხვევაში დამუხტული ნაწილაკები აზოტის(3) ატომებს ეჯახებიან”.
ტიტანის ატმოსფეროში უცნაური რეაქციები ხდება, რომლის შესწავლითაც მეცნიერები, ინფორმაციას ადრეული დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზეც მიიღებენ(ერთნაირი ფენა ტიტანის და დედამიწის ატმოსფეროებში).