Google Earth-ის საშუალებით, სახლის ან ქუჩის ადგილმდებარეობის დადგენა ადვილია. როგორაა საქმე კოსმოსურ მისამართთან დაკავშირებით? აღმოჩნდა, რომ ადამიანთა 50%-ზე ცოტამ იცის, ასაკით 37-40 წელი, რომ ის არა სადღაც, არამედ გალაქტიკა ირმის ნახტომში ”ცხოვრობს”. ახალი კვლევის მიხედვით, 1965-დან 1982 წლამდე პერიოდში დაბადებული ადამიანების (“X თაობა”) 43%-მა ამოიცნო სურათზე წარმოდგენილი გალაქტიკა. ამასთან ერთად, საშუალოზე დაბალი განათლების 21%-მა ზუსტად დაასახელა თავისი კოსმოსური მისამართი, იმ 65%-გან განსხვავებით, რომელთაც განათლება აქვთ მიღებული.
აი რა რეაგირება მოახდინეს გამოკითხულებმა ზოგიერთ გამოთქმებზე:
”როცა ასეთ გამოსახულებას ვხედავ, სამყაროს სივრცეები მაგონდება” – 70% კი, 53% არა.
”ასეთი გამოსახულება მახსენებს, თუ რამდენად პატარა და უსუსურია დედამიწა მთლიანი სამყაროს კონტექსტში” – 58% კი, 44% არა.
”როცა ასეთ ფოტოს ვხედავ, სამყაროს შესახებ უფრო მეტის გაგების სურვილი მიჩნდება” – 27% კი, 19% არა.
”სრულიად შესაძლებელია, რომ გონიერი არსებები სამყაროს სხვა ნაწილებშიც არსებობენ” – 39% კი, 26% არა.
გამოკითხულთა 45% თვლის, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა, ხოლო 51%-ის აზრით სამყარო სხვაგვარად გაჩნდა.
კვლევის ავტორი, დოქტორი მილერი ამბობს: ”ჩვენი შორეული წინაპრებისგან განსხვავებით, რომლებსაც დედამიწა სამყაროს ცენტრი ეგონათ (კოპერნიკის პრინციპი), ახლა ვიცით, რომ პატარა პლანეტაზე (ცისფერი წერტილი) ვცხოვრობთ… რომელიც სპირალური გალაქტიკის ნაწილია” (თანამედროვე ასტროფიზიკის 10 ცნება).