ეს შთამბეჭდავი ხედი (2 ქვემოთ) იმ ფოტოთაგან ერთ-ერთზეა გამოსახული, რომელიც ცის დამზერის მძლავრმა ინსტრუმენტმა გადაიღო. მოიცავს მშვილდოსნის თანავარსკვლავედის თითქმის სამ გრადუსიან სივრცეს, რაც სავსე მთვარის დისკოს დიამეტრზე ექვსჯერ დიდია. ჩანს ნისლეულები ლაგუნა (M8), სამნაწილიანი ნისლეული (M20) და NGC 6559. ისინი ირმის ნახტომის ვარსკვლავური მტვრით მდიდარ ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ვარსკვლავების სინათლე მტვრის მიერ შთანთქმის გამოა გაწითლებული.
(2).
ნისლეული ლაგუნა(M8)( ამ და მთავარი ფოტოს ავტორია დავით დვალი, 2014 წ.)
ტელესკოპი და 1,4 გიგაპიქსელიანი კამერა პროექტ Pan-STARRS-მა დაამზადა და თვითონვე აწარმოებს დაკვირვებებს. პროექტის მიზანია (პანორამული დამზერის ტელესკოპი და სწრაფი რეაგირების სისტემა) – დედამიწის ახლოს მოძრავი პოტენციურად საშიში ასტეროიდებისა და კომეტების ძებნა, ასევე, სამყაროს კვლევა უნიკალური ფართოკუთხიანი მაღალი გარჩევადობის გამოსახულებებით (საშიში ასტეროიდები).