კვლევების თანახმად, რომლებიც პეკინში საერთაშორისო ასტრონომული კავშირის გენერალურ ასამბლეაზე წარმოადგინეს, აღმოჩენილ იქნა გალაქტიკათა ჯგუფი, რომელიც ჩვენი ირმის ნახტომისას ჰგავს.
ირმის ნახტომი საკმაოდ ტიპიურ გალაქტიკებს ეკუთვნის, თუმცა უახლოეს მეზობლებთან შედარებით, მაგელანის ნისლეულები, მისი გამონაკლისობა ნათელი ხდება. ის შეიძლებოდა განუმეორებელი ყოფილიყო, რომ არა კიდევ ორი მსგავსი გალაქტიკური სისტემის აღმოჩენა.
ასტრონომმა აარონ რობოთემმა, ჯგუფებმა საერთაშორისო რადიოასტრონომული ცენტრიდან და სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტიდან გალაქტიკათა ჯგუფი შეისწავლეს, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენსას. ძიება ახლო სამყაროს ლოკალური ნაწილის ყველაზე უფრო დეტალური რუკის(გალაქტიკებისა და ხვრელების უდიდესი 3D რუკა) გამოყენებით მიმდინარეობდა(ირმის ნახტომი ალყაშია; გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა).
რობოთემი აღნიშნავს:”აქამდე ჩვენ არასოდეს აღმოგვეჩნია გალაქტიკური სისტემა, რომელიც ირმის ნახტომის მსგავსი იქნებოდა, რაც გასაკვირა არაა… მხოლოდ ბოლო დროს მოხერხდა ისეთი ანალიზის ჩატარება, რომელითაც მსგავსი ჯგუფის მოძებნა გახდა შესაძლებელი. ამისათვის პირობათა მთელი რიგის დაცვა იყო საჭირო: მძლავრი ტელესკოპები, სამყაროს უზარმაზარი მონაკვეთების დამზერა და ყველაზე მთავარი, არც ერთი გალაქტიკა არ უნდა გამოპაროდა თვალთახედვის არეს”.
”ირმის ნახტომის მსგავსი გალაქტიკების მხოლოდ 3% ვიპოვეთ, მათ ისეთივე გალაქტიკა-თანამგზავრები ჰყავთ, როგორებიც მაგელანის ნისლეულებია… მთლიანობაში ასეთი 14 გალაქტიკა აღმოვაჩინეთ, რომელთაგანაც მხოლოდ ორი პრაქტიკულად ჩვენი გაალქტიკის მსგავსია” – დასძენს რობოთემი.
ასტრონომები აღმოჩენილი ტყუპი სისტემების კვლევას სამხრეთ უელსსა და ჩილეში არსებული ტელესკოპებით განაგრძობენ.