ნუსტარის პირველი ფოტოები

 ნუსტარი 13 ივნისს გაიყვანეს ორბიტაზე, მისი მიზანია რენტგენის დიაპაზონის ყველაზე უფრო დინამიური ობიექტების კვლევა, როგორებიცაა შავი ხვრელები და ზეახლების ნარჩენები. ნუსტარის გრძელი ანტენა 21 ივნისს გაიშალა, რითაც ტელესკოპის სარკეებმა(”ჩანდრა”) და დეტექტორებმა რენტგენის სხივების ფოკუსირებისათვის საჭირო დისტანცია დაიკავეს.

 165 მილიონი დოლარის ღირებულების ტელსკოპმა პირველი ფოტოები 28 ივნისს გადმოსცა, ეს  იყო შავი ხვრელი, რომელიც გიგანტურ ვარსკვლავს შთანთქავს. შავი ხვრელი, სახელად გედის X-1, რენტგენის დიაპაზონში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტია. ის მზეს 6 ათსი სინათლის წლითაა დშორებული.

 სხვა ტელესკოპებით ადრე გადაღებულ ფოტოებთან შედარებით, გედის X-1 კიდევ უფრო მკაფიოა, წერტილოვან ობიექტად წარმოგვიდგება. პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ფიონა ჰარისონის თქმით, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან – ” ეს სათვალეთა ახალი წყვილის გაკეთებას ჰგავს, რის მერეც სამყარო ისეთი მკაფიო გახდა, თითქოს პირველად დავინახეთ”.

 შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ობსერვატორია მთავარი მიზნის შესასრულებელ გზაზე დადგა – ჩვენი სამყაროს ყველაზე იდუმალი ნაწილების ახალებური წარმოდგენა.

 ნუსტარი ორი წელი იმუშავებს, ის რენტგენის მაღალ ენერგიული გამსოხივების დიაპაზონში ფუნქციონირებს, 100-ჯერ მეტი მგრძნობელობითა და 10-ჯერ მეტი სივრცული შესაძლებლობით, ვიდრე სხვა რენტგენული ტელესკოპები.

 ნუსტარის მომდევნო სამიზნეა G21.5-0.9, ეს ობიექტი ზეახლის აფეთქების(1) ნარჩენია. სავარაუდოდ, მისი აფეთქება ჩვენს გალაქტიკაში ათასობით წლის წინ მოხდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.