1972 წლის დეკემბერს, ”აპოლო17”-ის ასტრონავტებმა, იუჯენ სერნანმა და ჰარისონ შმიტმა, მთვარის ზედაპირზე, ტაურუს-ლიტროუს ზეგანზე, 75 საათი გაატარეს, ხოლო მათი კოლეგა რონალდ ევანსი ორბიტიდან აკვირდებოდა მათ. ფოტოზე შმიტი ყველგანმავალთან ერთად შორტის კრატერის კიდეზე დგას, ახლოს იმ ადგილთან, სადაც გეოლოგმა შმიტმა მთვარის ნარინჯისფერი გრუნტი იპოვა. ჩამოტანილი ნიმუში დიდი გადიდებითაა ნაჩვენები, ხოლო მარცხენა ჩანართში აღმოჩენის ადგილია ჩასმული. ნარინჯისფერი გრუნტი 0,1 მმ. ზომის ნაწილაკებს შეიცავს, ყველაზე უფრო მცირე მთვარეზე ნაპოვნთა შორის. პლანეტოლოგები ვარაუდობენ, რომ ნარინჯისფერი გრუნტი შორეულ წარსულში ვულკანური ამოფრქვევის დროს გაჩნდა. ზუსტი ქიმიური ანალიზით დადგინდა, რომ 3,64 მილიარდი წლის წინანდელი ინტნსიური ვულკანური ამოფრქვევის დროს გამდნარი ქანების პატარა წვეთები, სწრაფად გაცივებასთან ერთად, ფერად, თითქმის სფეროს ფორმის გრანულებად გადაიქცა. მიუხედავად ამისა მაინც გაურკვეველია, თუ საიდან მოხვდა ამ ქანებში ზოგიერთი არადამახასიათბელი ელემენტი. ”აპოლო17”-ის ეკიპაჟმა დედამიწაზე 110 კილოგრამი საანალიზო გრუნტი და ქვები ჩამოიტანა, იმაზე მეტი, რაც მთვარის ნებისმიერმა სხვა მისიამ. ახლა, 50 წლის მერე, სერნანი და შმიტი ბოლო ადამიანებად რჩებიან, რომლებმაც მთვარის ზედაპირზე იარეს.
“აპოლო 17” შორტის კრატერთან
Posted by