გალაქტიკის ორმაგი სახე

 1930 წელს, ედვინ ჰაბლის მიერ წარმოდგენილი მორფოლოგიური კლასიფიკაცია, ფორმის მიხედვით ერთმანეთისგან მკაფიოდ განასხვავებს გალაქტიკებს: ელიფსურები, ვარსკვლავების თანაბარი განაწილებითა და ცუდად გამოხატული ბირთვით; ლინზისმაგვარები, კარგად გამოხატული ბალჯით (სფეროსებრი შესქელება ბირთვის გარშემო) ცენტრში; სპირალურები, ცენტრალური ბალჯითა და გარე სპირალურ მკლავებიანი დისკოთი; სპირალურები ე.წ. ხიდით (ბარი) (როგორიც ჩვენი გალაქტიკაა)  და სხვა ”არაწესიერი ან ირეგულარული” გალაქტიკები.

სპირალური გალაქტიკები.

 კარგად ცნობილი გალაქტიკა სომბრერო (NGC 4594; თავისი შთამბეჭდავი სახის გამო ხილულ დიაპაზონში), აქამდე, სპირალური გალაქტიკის საუკეთესო მაგალითად ითვლებოდა. დედამიწიდან 28 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე სომბრერო გვერდხედითაა ჩვენსკენ მობრუნებული და მისი შთამბეჭდავი პროფილის უამრავ ფოტოზე, გარე დისკოს თხელი კიდეებისა და ელვარე ცენტრალური ბალჯის დანახვაა შესაძლებელი.

 თუმცა, სინამდვილეში, გალაქტიკის გვერდხედის დამზერით ძნელია მისი ფორმის დადგენა და კლასიფიცირება. ინფრაწითელ დიაპაზონში სპიცერის” დახმარებით  ახლახანს ჩატარებულმა კვლევებმა სიტუაცია კიდევ უფრო აურია: სომბრერო ერთბაშად ორი განსხვავებული ტიპის გალაქტიკების თვისებებს ავლენს.



სომბრერო.

 თუ ხილულ დიაპაზონში სომბრეროს ზომიერად ელვარე ჰალო (ვარსკვლავური და გაზ-მტვროვანი ამოზნექილობა გალაქტიკების ცენტრებთან) შემოფარგლავს, ინფრაწითელში ეს სურათი მნიშვნელოვნად იცველბა. ი.წ. დიაპაზონი უფრო ხნიერი და მკრთალი ვარსკვლავების დანახვის საშუალებას იძლევა, უფრო ადვილია ჰალოს ფორმის დადგენა და მისი ზომების შედარება გალაქტიკის ზომასთან. სურათი კი, რომელიც ”სპიცერმა” მიიღო, ერთმნიშვნელოვნად ელიფსურ გალაქტიკას შეესაბამება.

 ეს ყველაფერი ცენტრალური ბალჯის არსებობას არ უარყოფს: გამოდის, რომ სომბრერო გარე რეგიონებით ელიფსური გალაქტიკაა, ხოლო შიდა ნაწილით – სპირალური. შესაძლებელია, ეს იყოს დიდი ელიფსური გალაქტიკის მიერ სპირალურის შთანთქმის შედეგი. ნამუშევრის ავტორები ამას ნაკლბად სავარაუდოდ თვლიან, რადგან შერწყმის პროცესის დროს, სპირალური გალაქტიკის მოწესრიგებული დისკო აუცილებლად დაიშლებოდა

 სომბრეროს ჩამოყალიბების სხვა სცენარის მიხედვით, თავდაპირველად ის უზარმაზარი ელიფსური გალაქტიკა იყო, რომელმაც გარე სივრციდან მატერიის დიდი მარაგი მიიზიდა. ითვლება, რომ ადრეულ სამყაროში გაზების ასეთი კოლოსალური ნაკადები მზარდ ახალგაზრდა გალაქტიკებს ხშირად ამარაგებდა. ასე ხდებოდა ალბათ სომბრეროს შემთხვევაშიც: დიდი გალაქტიკის გრავიტაციით მიზიდული ნივთიერებათა ნაკადი მისი ცენტრის გარშემო დატრიალდა და დროთა განმავლობაში გასქელდა კიდეც, ცენტრის გარშემო დისკოს წარმოქმნით, რომელშიც უამრავი ახალი ვარსკვლავი აინთო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.