მარსის ორი ბუნებრივი თანამგზავრიდან (ფობოსი და დეიმოსი) ერთ-ერთი, პლანეტასთან ახლოს მდებარე ფობოსია. ის 1877 წელს, ამერიკელმა ასტრონომმა ასაფ ჰოლმა აღმოაჩინა, ატარებს ბერძნული ღვთაების სახელს, რაც შიშს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ წითელ პლანეტას უკვე დიდი ხანია იკვლევენ, ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ფობოსზე. ბევრი დეტალი, დაკავშირებული ამ თანამგზავრთან, მეცნიერთათვის საიდუმლოდ რჩება, მისი გრავიტაციული ველის ჩათვლით (“მარს-ექსპრესმა” ფობოსის გრავიტაცია გაზომა).
ფობოსი გიგანტურ კარტოფილს ჰგავს. მისი დიამეტრი 22,2 კილომეტრს უტოლდება.
ფობოსი, მარსის ცენტრიდან პლანეტის 2,77 რადიუსის ( საშაულოდ – 9376 კმ.) ტოლი მანძილითაა დაშორებული და მის გარშემო შემოვლას 7 სთ. 39წთ. 14წმ. ანდომებს, რაც მარსის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის დროზე მეტია. მარსულ ცაზე ფობოსი დასავლეთიდან ამოდის და აღმოსავლეთში ჩადის. მცირე მასის გამო, არ გააჩნია ატმოსფერო. უკიდურესად მცირე საშუალო სიმკვრივე მის ფორებიან სტრუქტურაზე მეტყველებს, სიცარიელეს მოცულობის 25-45% უკავია. ღერძის გარშემო ბრუნვის დრო მარსის გარშემო ბრუნვის დროს ემთხვევა, რის გამოც, როგორც მთვარე, პლანეტისკენ სულ ერთი მხრითაა შებრუნებული. მისი ორბიტა ე.წ. როშის ზღვარს შიგნითაა და თავისი სიმტკიცით ჯერ კიდევ ახერხებს მთლიანობის შენარჩუნებას. ორბიტის ასეთი მდებარეობის გამო, ფობოსს შემადგენელი ქანები წყდება, რაც მის ზედაპირზე სიცარიეელებისა და ბზარების გაჩენას იწვევს. მარსის მიზიდულობის ძალა ფობოსის მოძრაობას ანელებს, რაც პლანეტის ზედაპირზე დაცემით დამთავრდება. გამოთვლების მიხედვით ეს 30-50 მილიონი წლის მერე მოხდება. ყოველ 100 წელიწადში ფობოსი 9 სანტიმეტრით უახლოვდება წითელ პლანეტას. ფობოსზე არის კრატერები, მათ შორის ყველაზე დიდის სახელია „სთიკნი“.