ყველაზე ელვარე აფეთქებები სამყაროში

  ეს ელვარება გამა-ანთებებთანაა დაკავშირებული, როცა დიდი ვარსკვლავი თავის თავში იშლება(კოლაფსი), რათა არაჩვეულებრივად მკვრივ და პატარა წერტილად გადაიქცეს, რასაც მეცნიერები შავ ხვრელს უწოდებენ.  როცა ვარსკვლავი კვდება, ფენებს სივრცეში ზეახლად აფეთქებით აფრქვევს, ამ დროს წარმოქმნილი ელვარე სინათლე ყველა მიმართულებით ვრცელდება. კაშკაშა სინათლე ჩვენამდე მაშინაც მოდის, როცა შავი ხვრელი, რომელიც ძალიან სწრაფად ბრუნავს, ახლოს მყოფ ნივთიერებას შეიწოვს და მაღალი ენერგიის თხელ ნაკადს(ჯეტს) ასხივებს.



1)მზისმაგვარი ვარსკვლავი, უახლოვდება შავ ხვრელს, 2) ძლიერი მიზიდულობა ამახინჯებს ვარსკვლავის ფორმას და საბოლოოდ შლის მას, 3) დაშლილი ვარსკვლავი აკრეციულ დისკოსთან, 4) ნაწილაკების ვიწრო ჭავლი თითქმის სინათლის სხივის სიჩქარით მოძრაობს(NASA / Goddard Space Flight Center / Swift.).
გამა-ანთება გარკვეული დროით სამყაროს ყველაზე ელვარე წერტილად იქცევა ხოლმე.

  გამა-ანთებებზე დასაკვირვებლად ასტრონომები ფერმის სახელობის გამა-ტელესკოპს იყენებენ, რომელიც ორბიტაზე 2008 წელს გაიყვანეს, ის გამოსხივების ყველაზე მაღალენერგეტიკულ ნაწილს ხედავს.  “ფერმი“ გამა-გამოსხივების მაღალ ენერგეტიკულ ნაწილს იკვლევს, რომელიც ასიდან ათას წამამდე დროით გრძელდება, ზოგჯერ 20 წუთიც. გამოსიხვების ეს ნაკადები ძალიან სწრაფად მოძრაობენ, ძირითადათ სინათლის სიჩქარით, რომელიც ზღვრული სიჩქარეა, ამაზე მეტი არ არსებობს. თუმცა, ასტრონომებს სურთ ზუსტად იცოდნენ ნაკადების სიჩქარე, რაც მათ თეორიების სრულყოფაში დაეხმარებათ.  გამა-ანთების გამომწვევი პროცესები ბოლომდე არ არის გარკვეული. ყველაზე უფრო  ეკლიანი ასპექტის მიხედვით ასეთი აფეთქება, შავი ხვრელით მის ცენრში, ძალიან დიდ მასებთან და ძალიან პატარა ზომებთანაა დაკაშირებული.  აინშტაინის ფარდობითობის თეორია მოიცავს დიდ მასებთან დაკავშირებულ ცნებებს, ხოლო კვანტური მექანიკა კი პირიქით, უმცირეს ზომებს. ეს ორი თეორია ერთმანეთს ვერ ეწყობა, მეცნიერებმა კი არ იციან, როგორ „შეარიგონ“ ისინი.  მკვლევარები იმედოვნებენ, რომ „ფერმისა“ და სხვა ინსტრუმენტებით მიღებული ახალი მონაცემები მათ იმ თეორიების სრულყოფაში დაეხმარებათ, რომლებიც გამა-ანთებებსა და კოსმოსის სხვა ექსტრემალურ შემთხვევებს აღწერენ(უცნაური გამა-ანთების ორნაირი ახსნა).

httpv://www.youtube.com/watch?v=LPtoWOmwtiA

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.