პირველი ამერიკული ორბიტალური ფრენის 50 წელი

ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ 20 თებერვალს პირველი ორბიტალური ფრენის 50 წლისთავი იზეიმა. ზუსტად 50 წლის წინ, 1962 წელს, ამერიკელმა ასტრონავტმა ჯონ გლენმა(John Glenn) პირველი ორბიტალური ფრენა მოახდინა.  ჯონ გლენი ახლაც ცოცხალია. ის 90 წლისაა. ამერიკელი ასტრონავტი, მფრინავი-გამომცდელი, საზღვაო ქვეითების კორპუსის მფრინავი მეორე მსოფლიო და კორეის ომებში, იყო სენატორიც.
  1957 წელს ჯონ გლენმა ტრანსკონტინენტალური გადაფრენის სისწრაფეში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ავიაგამანადგურებელი F8U-თი ლოსანჯელესიდან ნიუიორკამდე მანძილი 3 სთ. და 23 წთ-ში დაფარა. ხოლო 1962 წლის 20 თებერვალს,ხომალდით „მერკური“, ისტრორიაში პირველი ორბიტალური ფრენა განახორციელა. ამ ფრენამ ის პირველ ამერიკელ და მსოფლიოში მესამე ასტრონავტად აქცია მათ შორის(იური გაგარინი, ალან შეპარდი), ვინც ორბიტალური ფრენა შეასრულა.
  ხომალდით „მერკური-6“ გლენმა დედამიწას სამჯერ შემოუფრინა. ფრენის ხანგრძლივობამ 4 საათი და 55 წუთი შეადგინა. წარმატებული დაშვების მერე ჯონ გლენი ამერიკის ნაციონალურ გმირად იქცა.
 გლენმა კოსმოსში მეორედ „დისკავერით“ იფრინა, 1998 წლის 29-7 ნოემბერი. მისია „დისკავერი“ 213 საათი და 44 წუთი გაგრძელდა. ამ ფრენის დროს სტრონავტის ასაკი 77 წელი იყო, ანუ ყველაზე ხნიერი ადამიანი კოსმოსში, კიდევ ერთი რეკორდი.
 ასე რომ ჯონ გლენის რეკორდების და დამსახურებების სია ასე გამოიყურება:
 ა.შ.შ-ს პირველი ორბიტალური ასტრონავტი.
 ყველაზე ხნიერი ასტრონავტი.
 უნიკალური რეკორდის მფლობელი – 36 წლიანი შესვენება პირველ და მეორე ფრენებს შორის კოსმოსში.
 ერთად-ერთი ადამიანი, რომელმაც პირველი(მერკური) და მეოთხე(შატლი) თაობის კოსმოსური ხომალდებით იფრინა.
 პირველი ასტრონავტი, რომელმაც 90 წელი იცოცხლა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.