პლანეტარული პინგ-პონგის მატჩი მილიონ წლიანი ხანგრძლივობით, მეზობელ ორმაგ ვარსკვლავებს შორის შეიძლება ჩატარდეს, ამტკიცებენ კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები.
პლანეტები შეიძლება მთლიანად იქნას ამოგდებული ვარსკვლავის სისტემიდან, განსაკუთრებით სისტემის დინამიურად ქაოტურ ადრეულ ეტაპზე, როცა პლანეტები მდგრადი ორბიტებისთვის ”იბრძვიან”. ბოლო დროს, ეგზოპლანეტები ორმაგ და სამმაგ ვარსკვლავებთანაც კი აღმოაჩინეს. ნიკოლ მოეკელისა და დიმიტრი ვარასის მიერ ჩატარებული ახალი კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ერთი ვარსკვლავის ორბიტიდან ამოვარდნილი პლანტა შეიძლება მეორეს ბინარული(ორმაგი სისტემა) კომპანიონი გახდეს. გარდა ამისა, პლანეტა შეიძლება ვარსკვლავებს შორისაც ”გაძვრეს”, რაც ზოგიერთი პლანეტის ექსცენტრიული ორბიტის ახსნის ერთ-ერთ ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს.
მოეკელის თქმით, ამ მოვლენისთვის მნიშვნელოვანია ორი პირობა: ”პირველ რიგში, ვარსკვლავები საკმაოდ ფართო ორბიტებზე უნდა მოძრაობდეს, რათა სხვა პლანეტების ფორმირებას არ შეუშალონ ხელი”, ამბობს ის და თან ახლახანს აღმოჩენილ ტატუინისმაგვარ სისტემებზე მიუთითებს, სადაც პლანეტები ორმაგი ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრაობენ. ”ერთი ვარსკვლავის გარშემო რამდენიმე პლანეტა უნდა იყოს. ორბიტალური არამდგრადობა, რომელიც ”ხტომის” მოვლენას იწვევს, პლანეტების ერთმანეთთან ახლოს მდებარეობას ითხოვს, სადაც ეს მოვლენა უფრო ადვილად და სწრაფად ხდება”.
ახალ კომპიუტერულ მოდელში, ხტომა, როგორც წესი, ხდება ვარსკვლავებში, რომლებიც ერთმანეთს 6- დან 25-მე მზე-პლუტონს შორის მანძილით არიან დაშორებული. ამოვარდნილი პლანეტების 85%, კოსმოსში ვარსკვლავი-კომპანიონის გარშემო მინიმუმ ერთხელ მაინც მოგზაურობს, 45 და 47 პროცენტი კი მრავალჯერად არეკვლას განიცდის, იმის მიხედვით, თუ ორბიტის რა საწყისი პარამეტრები ჰქონდა ორივე სისტემას.
”პლანეტები, რომელბიც ხტომას იწყებენ, საწყის პლანეტარულ სისტემაში იშვიათად ბრუნდებიან, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს რომელიმე სხვა პლანეტის ხარჯზე, რომელიც ამოვარდება ან სხვა პლანეტასა თუ ვარსკვლავს შეეჯახება”, ამბობს მოეკელი. ”ხტომის დაწყებისას, როგორც წესი, პლანეტები ორმაგ სისტემაში რჩებიან”. ეს პლანეტარული პინგ-პონგი ერთი მილიონი წელი გრძელდება და ვარსკვლავს პლანეტებს უცვლის. ასეთი არამდგრადი ორბიტების გამო რაიმე ცოცხალ არსებებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, მწველი ტემპერატურების, სანამ პლანეტა ვარსკვლავთან ახლოსაა და გაყინვის გამო, როცა სისტემიდან ამოვარდნილი პლანეტა ვარსკვლავიდან შორს, კოსმოსში მოგზაურობს.
რაც შეეხება მაგალითებს მუდმივად ზრდადი რაოდენობის ეგზოპლანეტების ბაზაში, ”ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ასეთი მოვლენის დამზერის მონაცემთა საკმაო რაოდენობა, რომლებიც ჩვენს მოდელირებას მოერგებოდა”, ამბობს მოეკელი. ”ჩვენ, პლანეტის ხტომის პროცესს დავინახავდით, რომ შეგვეძლოს ორმაგი სისტემის ყველა ნაწილზე ზუსტი გაზომვების ჩატარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორ ვარსკვლავს შორის არსებულ პლანეტებს ვხედავთ”.