ეკზოპლანეტები კატაკლიზმურ ორმაგ ვარსკვლავთან

ამ ვარსკვლავის სახელია UF Fornacis – წარმოადგენს ე.წ. პოლარს – ცვლად და ძალიან მჭიდრო ბინარულ სისტემას, რომელშიც ერთი ვარსკვლავი წითელი ჯუჯაა, მეორე კი თეთრი ჯუჯა.

ორივე კომპონენტი საერთო ცენტრის გარშემო ტრიალებს, თან ისე ახლოს, რომ ერთი ბრუნი სულ 2 საათი გრძელდება. ფაქტიურად ჩვენს სისტემაში ასეთი ორი ჯუჯა თავიანთი ორბიტებით ჩაეტეოდნენ მზეში.

თეთრი ჯუჯა გაცილებით პატარაა ზომით, თუმცა კომპანიონზე მასიურია, მუდმივად გადმოქაჩავს გაზს წითელი ჯუჯადან(ილუსტრაცია). გადმოქაჩული ნივთიერება თეთრი ჯუჯას ზედაპირზე დაცემის მერე მილიონობით გრადუსამდე ცხელდება და გარემოს მომაკვდინებელი რენტგენით ასხივებს. ისე მოხდა, რომ კომპანიონების ბრუნვის სიბრტყე ემთხვევა დედამიწისას, ასე რომ ორივე ჯუჯა რეგულარულად აბნელებს ერთმანეთს(ხან ერთი აღმოჩნდება დედამიწაზე მყოფ დამკვირვებლსა და კომპანიონს შორის ხან მეორე). ამით ასტრონომებს სისიტემის ბევრი თავისებურება შეუძლიათ გამოითვალონ. აღმოჩნდა, რომ ეს დაბნელებები არ ხდება მაღალი სიზუსტით(ხან ათეულობით წამით ადრე ხან გვიან).

გათვლებმა აჩვენეს, რომ ამ გადახრებზე პასუხისმგებელი ერთბაშად ორი პლანეტაა, რომლებიც ამ ორმაგი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავენ. ისინი თავიანთი გრავიტაციით გადახრიან მათსავე წარმომშობ მნათობებს.

თუ გამოთვლები სწორია, ამ პლანეტების მასები ექვსიდან რვა იუპიტერის მასის ტოლფასი უნა იყოს, შესაბამისად ორბიტის შემოვლას ვარსკვლავური წყვილის გარშემო ისინი 16 წელიწადს ანდომებენ. გადახრების ალტერნატიული ვარიანტი(სპეციფიური მაგნიტური ურთიერთქმედება კომპანიონებს შორის) – ნაკლებად სარწმუნოა.

თუმცა, თვითონ პლანეტა-გიგანტებიც ბევრ შეკითხვებს აჩენენ. კომპიუტერული მოდელირება გარე პლანეტის ორბიტის მაღალ ექსცენტრიულობას აჩვენებს(წრიულთან ახლო), რამაც მთელი სისტემის არასტაბილურობა უნდა გამოიწვიოს.

შესაძლებელია, რომ ჯუჯათა წყვილის რყევებზე ორივე მექანიზმი ერთად მოქმედებს(პლანეტების გრავიტაცია და მაგნ. ველები), ვარაუდობენ აღმოჩენის ავტორები. თავსატეხის ამოხსნა მხოლოდ ახალი დაკვირვებების მერე თუ მოხდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.