ასტრონომებმა ეკზოპლანეტები ახლიდან დაითვალეს

მკვლევარები, რომელთა ნამუშევარი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, ვარაუდობენ, რომ ჩვენი გალაქტიკის ბევრ ვარსკვლავს(თუ ყველას არა) ერთი პლანეტა მაინც აქვს. კვლევა უკვე აღმოჩენილი ეკზოპლანეტების მომნაცემთა სტატისტიკურ დამუშავებას ეფუძნებოდა. ბოლო 16 წლის განმავლობაში მათი რაოდენობა შვიდასს გასცდა, კანდიდატთა რაოდენობა კი კიდევ უფრო მეტია.

ვარსკვლავებიანი ცა ჩილეს ლასილიას ობსერვატორიის თავზე –  ირმის ნახტომი, მარჯვნივ მაგელანის დიდი და პატარა ნისლეულები. ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების რაოდენობა 200-300 მილიარდამდეა, პლანეტათა რიცხვი – კიდევ უფრო მეტი( ESO/Z. Bardon/ProjectSoft).

 უცხო პლანეტათა უმრავლესობა ვარსკვლავთა რადიალურ სიჩქარეებზე დაკვირვებით აღმოაჩინეს, თუმცა ეს მეთოდი კარგად მძიმე ციურ სხეულებზე მუშაობს, ვიდრე მსუბუქებზე.

 მეორე არც თუ ისე იშვიათად გამოყენებული ვარიანტია პლანეტის აღმოჩენა მისი ვარსკვლავის ჩაბნელებებით(ტრანზიტი). ეს მეთოდი მნათობთან ახლოს მყოფი პლანეტების აღმოსაჩენადაა გამოსადეგი. ტექნიკური შესაძლებლობების გამო, ვინ იცის კიდევ რამდენი პალენტა დარჩა დაუნახავი, მათი დაფიქსირების მეთოდიკის თავისებურებების გამო.

დიდი და პატარა პლანეტები, ცივები და ცხელები. ასტრნომები ციფრებით ხელში, ამტკიცებენ – ირმის ნახტომში სხვა და სხვაგვარი პლანეტების საერთო რიცხვი ძალიან დიდია(ESO/M. Kornmesser).

ამასთან ერთად სამი პლანეტა მიკროლინზირების მეთოდითაც აღმოაჩინეს. ეს მეთოდი კრგად მუშაობს ნებისმიერი ზომებისა და მნათობიდან პლანეტის სიშორის მიუხედავად. თუმცა ასეთნაირად პლანეტის აღმოჩენა იმ შემთხვევეაშია შესაძლებელი თუ პლანეტა, მისი მნათობი და ტელესკოპი დედამიწზე, პერიოდულად ერთ ხაზზე განლაგებული აღმოჩნდებიან ხოლმე.

 სამი პლანეტა ექვსი წლის განმავლობაში, აღმოჩენილი ხსენებული მეთოდით, მივუმატოთ კიდევ ადრინდელი შვიდი – ეს ან დაუჯერებელი გამართლებაა, ან სიგნალი იმისა, რომ ჩვენი მშობლიური გალაქტიკა პლანეტებითაა სავსე.

 მათი რაოდენობა, ირმის ნახტომში, ვარსკვლავებისაზე მეტია, ანუ, როგორც ჩანს, ასეულობით მილიარდი. პლანეტების საშუალო რიცხვი ვარსკვლავზე, ირმის ნახტომში – ყოველთვის მეტია ერთზე, აცხადებენ ასტრონომები.

 ცნობილი ეკზოპლანეტების სიაში გაზური გიგანტები, იუპიტერზე დიდი, დომინირებენ, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა, განპირობებული აპარატურის შესაძლებლობებით. სტატისტიკურმა ანალიზმა და მოდელირებამ აჩვენა, რომ შედარებით მსუბუქი პლანეტები, როგორებიც არიან სუპერმიწები და ცივი ნეპტუნები, უფრო გავრცელებულნი უნდა იყვნენ გალაქტიკაში, ვიდრე მძიმეწონოსნები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.