“მარსის ორბიტული მზვერავი”( Mars Reconnaissance Orbiter, “MRO”) – ნასას ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური. ის კანავერალის კონცხზე არსებული კოსმოსდრომიდან 2005 წლის 12 აგვისტოს გაუშვეს, რაკეტა მატრებელ ატლას V-ის საშუალებით. აპარატმა მარსს 2006 წლის 10 მარტს მიაღწია და აეროდინამიური დამიხრუჭებით(საწვავის ეკონომიის მიზნით) პლანეტის ორბიტზე გავიდა. ორბიტული მანევრები და სხვა მაკალიბრებელი პროცესები 2006 წლის ნოემბერში დასრულდა, რის მერეც აპარატი მუაშაობას შეუდგა.
MRO-ს სუფთა მასა 1031 კილოგრამია, კიდევ 1149 კგ. საწვავზე მოდის. ორი, 20 კვადრატული მეტრის ფართობის მზის ბატარეა 2 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. შორეული კოსმოსური კავშირის სამმეტრიანი პარაბოლური ანტენა მონაცემების 0,5 დან 4 მეგაბიტამდე სიჩქარით გადაცემას უზრუნველჰყოფს, მარსამდე დისტანციის ცვლილების მიხედვით. პროექტის ფასი 720 მილიონი დოლარია, აქდან, აპარატის მშენებლობაზე 450 მლნ. დაიხარჯა.
MRO-ს ინსტრუმენტები:
HiRISE – მაღალი გარჩევადობის კამერა. გადაღებული ფოტოების გარჩევის შესაძლებლობა რეკორდულია – 300 კმ. სიმაღლიდან 30 სმ. დეტალების დანახვაა შესაძლებელი, 6 კილომეტრიანი დაფარვის ზოლით. პირველი ფოტო 2006 წლის მარტში იქნა მიღებული.
CRISM – საერთო ხედვის კომპაქტური სპექტრომეტრი; CTX – პანქრომატული კონტექსტური კამერა.
MCS – მარსის ატმოსფეროს შესასწავლი მეტეოზონდი. ის გაყინული წყლის, მტვრისა და წყლის ორთქლის საძებნელადაცაა გამიზნული. მეტეოზონდში 4 სმ. აპერტურის 2 ტელესკოპია დაყენებული, სხვადასხვა დიპაზონებში გამოსხივების ინტენსიურობის რეგისტრაციისთვის.
MARCI – ფერადი კამერა, მარსის ამინდის საკვლევად; SHARAD – რადიოლოკატორი, ზედაპირის ზედა ფენებში ყინულისა და თხევადი წყლის საძებნელად.
Mars Odyssey. 2001 წლის 7 აპრილს გაუშვეს. 24 ოქტომბერს ”ოდისევსი” ორბიტაზე გავიდა. ინსტრუმენტების დახმარებით მოხერხდა მონაცემთა მიღება, რომლებიც მარსზე წყლის დიდი რაოდენობით არსებობაზე მეტყველებდა. როგორც ჩანს, ზოგიერთ რეგიონში 45 სანტიმეტრის სიღრმზე არის ქანები, რომელთა 70% გაყინული წყლისგან შედგება(მოცულობით). ხსენებული ყინულის კვლევა ”ფენიქსმა” გააგრძელა, რომელიც წითელი პლანეტის ზედაპირზე 2008 წლის 25 მარტს დაეშვა. ყველაფერთან ერთად ”ოდისევსი” რეტრანსლატორიცაა, მარსმავალ ”სპირიტიდან” და ”ოპორტუნიტიდან” დედამიწაზე მონაცემების გადმოსაცემად.
Mars Express-ი კოსმოსდრომ ბაიკონურიდან 2003 წლის 2 ივნის გაუშვეს. რაკეტამატარებელი ”სოიუზ-ФГ”, ამაჩქარებელი ”ფრეგატი”(რუსეთი). იმავე წლის დეკემბერში, აპარატი მარსის ორბიტაზე გავიდა. 23 დეკემბერს Mars Express-იდან ზონდი ”ბიგლი-2” ზედაპირზე დაეშვა, თუმცა კავშირზე არ გამოვიდა. 2011 წლის 9 იანვარს Mars Express-მა მარსის თანამგზავრის, ფობოსის აქამდე გამოუკვლეველი მხარე გადაიღო, 16 მეტრით პიქსელზე, 3D ფორმატში. აღმოაჩინა ატმოსფერული მეთანი, რაც მიკრობების არსებობაზე შეიძლება მიუთითებდეს, ასევე მშრალი ყინულის სქელი ღრუბლები, რომლებიც პლანეტის ზედაპირს ჩრდილავს და კლიმატზე ახდენს ზეგავლენას. ამ კოსმორობოტის დახმარებით, მეცნიერებმა მარსის სამ განზომილებიანი რუქები შეადგინეს. 2011 წლის 3 მარტს აპარატმა მისია დაასრულა.
”ოპორტუნიტი” მუშაობას აგრძელებს.
MAVEN. ნასას კუთვნილი აპარატი 2013 წლის 18 ნოემბერს, კანავერალის კონცხზე ასრებული კოსმოდრომიდან რაკეტამატარებლის Atlas V, საშუალებით გაუშვეს კოსმოსში. მარსის ორბიტაზე კი 2014 წლის 21 სექტემბერს გავიდა.
მისია MAVEN-ის ამოცანაა, მარსული ატმოსფეროდან გაზების გამოდევნის სიჩქარის დადგენა(კერძოდ, ჟანგბადისა და წყალბადის). ამით მეცნიერები მოახერხებენ შეაფასონ, რა რაოდენობის წყალი დაკარგა და კარგავს მარსი. გარდა ამისა მათ, პლანეტის კლიმატიც აინტერესებთ, რაც მომავალი მისიების დასაგეგმავად არის აუცილებელი, მათ შორის პილოტირებული მისიისთვისაც.
”მანგალიანი”. ინდოთმა თავისი კოსმოდრომიდან, თავისი რაკეტა მატარებლით, თავისივე აპარატი(Mars Orbiter Mission (Mangalyaan) მარსისკენ გააგზავნა. ორბიტაზ ეგასვლის მერე, ინდოეთი მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც წითელი პლანეტისკენ აპარატის წარმატებული გაშვება მოახერხა.
სტარტი კოსმოდრომიდან Satish Dhawan, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, 2013 წლის 5 ნოემბერს, გრინვიჩით 09:08 საათზე განხორციელდა. აპარატმა მარსს 300 დღის მერე მიაღწია და ამასობაში 780 მილიონი კილომეტრი დაფარას. მისიამ მარსული მეთანის პრობლემაზე უნდა იმუშაოს, რომელიც ადრე დედამიწაზე არსებული ტელესკოპებით დააფიქსირეს, ხოლო მარსმავალმა „ქიუორისითიმ“ კი მისი კვალიც კი ვერ აღმოაჩინა. „მანგალიანი“ ამ მიზნებისთვის ინსტრუმენტ MSM(მარსული მეთანის სენსორი)-ს გამოიყენებს. გარდა ამისა, ინდურმა აპარატმა უნდა შეაფასოს, რა სიჩქარით იკარგება მარსის გაზის გარსი(ატმოსფერო), რაც მეცნიერებს მარსის შორეულ წარსულში მიმავალი პროცესების უკეთ გაგებაში დაეხმარება(რამ შეჭამა მარსის ატმოსფერო?). ინდური მისია შედარებით იაფი გამოდგა, მისმა ღირებულებამ 72 მილიონი დოლარი შეადგინა.
“თრეის გას ორბიტერ”(TGO/ESA). მეთანის პრობლემის ამოსახსნელად, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ 2016 წლის 14 მარტს, მარსისკენ ზონდი TGО გაუშვა. ის ორი მგრძნობიარე სპექტროგრაფით არის აღჭურვილი – ბელგიური NOMAD და რუსული ACS – რომელთაც მეთანის უმცირესი კონცენრაციის აღმოჩენაც შეუძლია. ორივ ეპარატი მარსის ატმოსფერის ჰორიზონტალურ ჭრილებს იკვლევს და ახლაც კარგად ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ გადმოცემულ მონაცემებში უამრავი ფონური ”ხმაურია”, რომელთა გაფილტვრა ახლაც მიმდინარეობს, უკვე სრულიად ააშკარაა – მარსის ატმოსფეროში არანაირი მეთანი არ არის! რამაც მეცნიერბში დაბნეულობა გამოიწვია.
TGO მუშაობას 2022 წლამდე გააგრძელებს, ასე რომ, კაცობრიობას მარსის კიდევ ერთი საიდუმლოს ამოხსნის შანსი ისევ რჩება(სიცოცხლე მარსზე).