ასტრონომები თვლიან, რომ ოდესღაც ორმაგი ვარსკვლავების გარშემო ქაოტური, პლანეტების ფორმირებისთვის ხელის შემშლელი გარემო იყო. ახალი აღმოჩენა კი ამტკიცებს, რომ პლანეტები ასეთ პირობებშიც შეიძლება ჩამოყალიბდნენ.
”კეპლერით” მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ასტრონომებმა ახალი ტრანზიტული ცირკუმბინარული პლანეტარული სისტემების აღმოჩენის შსახებ გააკეთეს განცხადება – ამ უცნაური ტერმინით ერთბაშად ორი ვარსკვლავის გარშემო მბრუნავ პლანეტარულ სისტემებს მოიხსენიებენ. კვლევით ირკვევა, რომ პლანეტები ”ორი მზით”, გამონაკლისს არ წარმოადგენენ და ნამდვილად არსებობენ, როგორც ჩვენი გალაქტიკის სხვა მილიონობით პალანეტა. ორი ახალი ეკზოპლანეტა, სახელებით Kepler-34b და Kepler-35b, სატურნის ზომის გაზური გიგანტები არიან. 289 და 131 დღიანი პერიოდებით შესაბამისად. თვითონ ვარსკვლავები ერთმანეთის გარშემო სრულ ბრუნს 28 დღეს ანდომებენ. დაბნელებები მათი ზომების ზუსტად შეფასების საშუალებას იძლევა. Kepler-35b შედარებით პატარა ვარსკვლავური წყვილის გარშემო(მზის მასის 80 და 89%)ბრუნავს. სისტემებამდე მანძილები 4900 და 5400 სინათლის წელია, ანუ ისინი უშორესები არიან აღმოჩენილ ეკზოპლანეტათა შორის. ამ აღმოჩენას მეცნიერები უკვე დიდი ხანია ელოდნენ. ცირკუმბინარული პლანეტების არსებობა, რომლებიც წყვილი ნორმალური ვარსკვლავების გარშემო მოძრაობენ, გასულ წელს Kepler-16b-ს აღმოჩენის მერე დადგინდა. ”არც თუ ისე დიდი ხნის წინ ითვლებოდა, რომ ორმაგი ვარსკვლავების გარშემო პლანეტების ფორმირებისთვის ხელის შემშლელი გარემო იყო, მაგრამ ახალა, როცა ჩვენ სამი ასეთი პლანეტა აღმოვაჩინეთ, ვაღიარებთ, რომ ეს შესაძლებელია”, ამბობს უილიამ ველში, ამ კვლევის 46 კაციანი ჯგუფის ხელმძღვანელი.
ახლა მეცნიერებს მოუწევთ პლანეტარული სისტემების კველა, რომელბზეც სეზონები ერთმანეთს წელიწადში რამდენიმეჯერ ცვლიან(პლანეტები ორმაგ კატაკლიზმურ ვარსკვლავთან).
ახალი კლასის პლანეტარული სისტემები
Posted by