მეცნიერებმა დღეისათვის ცნობილ ვარსკვლავთა შორის ყველაზე სწრაფად მბრუნავი ვარსკვლავი აღმოაჩინს(arXiv.org).
კვლევის ობიექტი VFTS102 იყო, რომელიც მორგან-ქინანის კლასიფიკაციის მიხედვით, სპექტრალურ კლას O-ს მიეკუთვნება. ესენი ყველაზე ცხელი და ელვარე(ცისფერი) ვარსკვლავება. ვარსკვლავი, პულსარ PSR J0537-6910-დან რამდენიმე ათეული სინათლის წლითაა დაშორებული, რომელიც, თავის მხრივ, დედამიწიდან 170 ათასი სინათლის წლის იქეთ მდებარეობს.
კვლევის ჩაროებში, მეცნიერებმა ვარსკვლავის სპექტროსკოპული ანალიზი ჩაატარეს და დადგინეს, რომ ეკვატორის რაიონში მისი ზედაპირი 500-600 კილომეტრი წამში სიჩქარით მოძრაობს. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი მზის შემთხვევაში არის 3 კმ/წმ. მკვლევართა თქმით, ამ ტიპის ვარსკვლავებისთვის ეს ბრუნვის ზღვრული სიჩქარეა. უფრო მეტი სიჩქარით დატრიალების შემთხვევაში მნათობს ცენტრიდანული ძალები შუაზე გახლეჩს.
მეცნიერთა თქმით, ამზე სწრაფად მხოლოდ ვარსკვლავთა კომპაქტური ნარჩენები, პულსარები ბრუნავეს. მაღალი სიჩქარით ბრუნვა აუცილებლად იმოქმედებს ვარსკვლავის შიგნით მიმავალ პროცესებზე. ამის გამო VFTS102, ვარსკვლავების ევოლუციის კვლევის საუკეთესო საშუალებად შეიძლება იქცეს მეცნიერთათვის.
კვლევის ავტორთა აზრით, ვარსკვლავის მაღალი სიჩქარე იმაზე მიუთითებს, რომ ის ოდესღაც პულსარ PSR J0537-6910-თან ორმაგ ვარსკვლავურ სისტემაში იყო გაერთიანებული. ბრუნვის სიჩქარის აწევა კი პულსარის მიერ, აფეთქების დროს მოშორებული მატერიის, VFTS102-ზე გადადენამ გამოიწვია.