ჩანჩქერი, მთვარის ცისარტყელა და ციალი ისლანდიაში

 რაც უფრო დიდხანს უყურებთ ფოტოს, მით მეტს დაინახავთ მასზე. შესაძლებელია, თქვენი მხედველობა, პირველ რიგში, ჩანჩქერმა სკოუგაფოსმა მიიპყროს, რომელიც მარჯვნივ ჩანს. და მაინც, ამ პეიზაჟის მთავარი გმირი კაშკაშა ფერადი სინათლის ზოლია მარცხნივ. ეს ჩვეულებრივი ცისარტყელა არაა. მისი წარმომქნელი წყლის წვეთები არა წვიმის წყალი, არამედ ჩანჩქერის შხეფებია და ისინი მთვარის შუქს აირეკლავს. მაღლა ცაში მოჩანს პოლარული ნათების მომწვანო სვეტები და დიდი დათვის თანავარსკვლავედი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *