საშიში გამა-ანთებების კვალი დედამიწაზე

გამა-ანთება უზარმაზარი რაოდენობით ენერგიის აფეთქებითი გამოტყორცნის ტიპის მოვლენაა, რომელიც ცალკეულ გალაქტიკებში ფიქსირდება(ამ ენერგიის დიდი ნაწილი ელმაგნიტური გამოსხივების ყველაზე მოკლე ტალღიან ნაწილზე მოდის). მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი აფეთქებების ტიპებიდან ყველაზე საშიში მოკლე გამა-ანთებებია(წამზე მცირე).

 კოსმოსური დაკვირვებებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ასეთი მოვლენები ყოველ 100 მილიონ წელიწადში ერთხელ ხდება. ანთება ოზონის ფენაზე საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს – მაგალითად, გამოსხივეება ატმოსფეროში აზოტის ოქსიდებს წარმოქმნის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში, ოზონის სფეროს შლიან. როგორც შედეგი, დამცავი ოზონის გაქრობის გამო, ულტრაიისფერი გამოსხივების დიდმა ნაწილმა დედამიწის ზედაპირამდე უნდა მოაღწიოს.

 მეცნიერთა აზრით, კოსმოსში ანთებათა კვლების მოძებნა ძნელია, რადგან ობიექტები გალაქტიკაში რთული ტრაექტორიებით მოძრაობენ და მათ კვლებზე უკუმიმართულებით, 100 მილიონი წლით ადრე, გაყოლა შეუძლებელია. ამდაგვარ გამოსხივებას ცოცხალ ორგანიზმებზეც უნდა ემოქმედა, ხოლო მოვლენის გეოლოგიური კვალი დიდი რაოდენობით რკინის იზოტოპი Fe60 უნდა იყოს.

 ამ მომენტისთვის გამა-ანთებების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. ერთი ვერსიის მიხედვით, ანთების დამზერა მაშინ ხდება, როცა დედამიწა ზეახლის აფეთქებით გამოსხივებული კონუსის ფორმის ენერგიის ნაკადში ხვდება. სხვა ვერსიის მიხედვით – ეს ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის შედეგია(რეკორდული გამა კვანტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.