ხვრელი, რომელიც ასტრონომებმა შეისწავლეს, ზემასიურების კლასს მიეკუთვნება – მისი მასა 300 მილიონი მზის მასას უტოლდება. მდებარეობს გალაქტიკა მარკარიან 509-ს(საბჭოთა ასტრონომი ვენიამინ მარკარიანი)ცენტრში, ჩვენი გალაქტიკიდან 500 მილიონი სინათლის წლის იქეთ.
მკვლევარებმა ხვრელის გარშემო გვირგვინი აღმოაჩინეს – გაზის ღრუბელი, გაცხელებული რამდენიმე მილიონ გრადუსამდე, რომელიც ფუძე დისკოს მაღლა მდებარეობს. ეს გვირგვინი მძლავრი რენტგენული გამოსხივების წყაროა.
მარკარიან 509(MAST/SRON).
გარდა ამისა მათ დაადგინეს, რომ შავი ხვრელის გარშემო გამოსხივება იმდენად ძლიერია, რომ ის ცივ გაზებს 15 სინათლის წლის მანძილზე აძევებს და აიძულებს მას კომპაქტური ობიექტიდან ტოროიდალურ ტრაექტორიაზე იმოძრაოს. ამ ქარების სიჩქარეები წამში რამდენიმე ასეულ კილომეტრს შეადგენს. ზოგიერთი ასეთი გაზის ნაკადი 700 კმ/წმ-ში სიჩქარით მოძრაობს.
ნაშრომში მეცნიერებმა ხუთი ტელეკოპიდან მიღებული მონაცემები გამოიყენეს – XMM-Newton, Hubble, Сhandra, INTEGRAL და Swift-ი. ყველა მონაცემი 2009 წლის მეორე ნახევარშია შეგროვებული – ამ ინფორმაციის ანალიზზე ორი წლის განმავლობაში 20 ქვეყნის 26 მეცნიერი მუშაობდა.