ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ასტრონომებმა ყვითელი ზეგიგანტი IRAS 17163-3907-ის ფოტო გამოაქვეყნეს. სურათი და მისი აღწერა შეგიძლიათ ნახოთ ამ ორგანიზაციის საიტზე.
ვარსკვლავი IRAS 17163-3907 დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ყვითელი ზეგიგანტია – მდებარეობს 13 ათასი სინათლის წლის იქეთ, მორიელის თანავარსკვლავედში. მნათობი, 20 მზის მასით, გაზისა და მტვრის სახით მუდმივად კარგავს მატერიას, რომელიც ფოტოზე გამოსახულ ნისლეულს წარმოქმნის.
ნისლეულის გარე შრის რადიუსი 10 000 ასტრონომული ერთეულია(1 ა.ე. = 150 000 000 კმ.). შედარებისთვის, IRAS 17163-3907 მზის სისტემის ცენტრში რომ მოგვეთვსებინა, დედამიწა ვარსკვლავის სიღრმეში აღმოჩნდებოდა, იუპიტერი ზუსტად ზედაპირთან იმოძრავებდა. თვიონ ნისლეული კი მზის სისტემის კიდეზე მყოფ ჯუჯა პლანეტებს და უშორეს კომეტებს იქეთ იქნებოდა გავრცელებული.
IRAS 17163-3907(ESO).
მაეცნიერთა თქმით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ვარსკვლავი მალე ზეახლად აფეთქდება. ამაზე ის ფაქტი მიუთითებს, რომ ბოლო ასწლეულების განმავლობაში ვარსკვლავმა ოთხი მზის ექვივალენტური მასა დაკარგა.
ფოტო გაკეთებულ იქნა სპეციალური ინსტრუმენტის VISIR(გამოსახულების ფორმირების სისტემა სპექტრომეტრით, მომუშავე ინფრაწითელი დიაპაზონის შუა ნაწილში)-ის საშუალებით(ძალიან დიდი ტელესკოპი VLT). ინსტრუმენტი სწორედ ასეთი ნისლეულების კვლევისთვისაა შექმნილი.