დედამიწის ბრუნვა და ძალიან დიდი ტელესკოპი

 რატომ მოძრაობს დედამიწა ამ ვიდეორგოლში? ჩვეულებრივ, ფოტოებით გაკეთებულ ვიდეორგოლში ცა მოძრაობს, დედამიწა კი ერთ ადგილზე დგას. აქ კადრები ისეთნაირადაა შებრუნებული, რომ ვარსკვლავები ადგილზე რჩება(თითქმის), ხოლო მათ ქვეშ მდებარე დედამიწა ტრიალებს. რგოლი თვალსაჩინოთ წარმოგვიდგენს თუ როგორ ბრუნავს დედამიწა, რასაც დღე-ღამურ ბრუნვას უწოდებენ. კამერა თითქოს თავისუფლად კიდია სივრცეში. ვიდეორგოლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ყველაზე დიდი ტელესკოპი(VLT – Very Large Telescope, ჩილე, ევროპის სამხრეთული ობსერვატორია) – მსოფლიოს ყველაზე დიდ ტელესკოპებს შორის ერთ-ერთის ოთხეული. ჩანს ლეზერის სხივიც, ე.წ. ხელოვნური ვარსკვლავი(იყენებენ ატმოსფეროს ლივლივის კომპენსაციისთვის), ზოდიაქოს ნათება, მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლები, სწრაფად მოძრავი ხელოვნური თანამგზავრები, რომლებიც მზის სხივებს ირეკლავენ.

httpv://www.youtube.com/watch?v=wFpeM3fxJoQ

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.