ელვარე სფერულ გროვას – M15, მნათობები, ფუტკრებივით ესევიან. ეს 100 000-ზე მეტი ვარსკვლავისგან შემდგარი სფერო, ჩვენი გალაქტიკის ახალგაზრდობის დროინდელი ნარჩენია. უშორესი წარსულიდან მოყოლებული, გალაქტიკის ცენტრის გარშემო ბრუნავს. M15 – ის დანახვა ბინოკლითაც არის შესაძლებელი. გამოირჩევა ვარსკვლავების მაღალი კონცენტრაციით ცენტრში. გროვაში ძალიან ბევრი ცვალებადი ვარსკვლავი და პულსარია. 120 სინათლის წლის ზომის გროვის ეს მკაფიო გამოსხაულება კოსმოსური ობსერვატორიის – „ჰაბლი“, საშუალებით არის გადაღებული. ადვილი შესამჩნევია, თუ როგორ იზრდება ვარსკვლავების კონცენტრაცია პერიფერიებიდან ცენტრისკენ. M15 ჩვენგან 35 000 სინათლის წლითაა დაშორებული, პეგასის თანავარსკვლავედის მიმართულებით. გროვის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელი იმალება.
ვარსკვლავების სფერული გროვა M15
Posted by