დინოზავრების დამღუპველი ასტეროიდის ვარდნამ რამდენიმე თვიანი მიწისძვრა გამოიწვია

 მეცნიერები დიდ ყურადღებას უთმობენ დედამიწის ზედაპირზე ჩიკსულუბის სახელით ცნობილი კრატერის წარმომქმნელი ასტეროიდის ვარდნის შედეგების კვლევას, რამაც დინოზავრები დახოცა. ეს იმის შესახებ იძლევა წარმოდგენას, თუ რა მოუვა ჩვენს პლანეტას მომავალში, თუ კატასტროფა განმეორდება, კატასტროფა, რომელსაც 2 წლიანი „ბირთვული ზამთარი“ მოჰყვა თან (მტვრით ბლოკირებული მზის სხივები). ახლა, მეცნიერებმა ამ კატასტროფის კიდევ ერთი დამღუპველი შედეგი აღმოაჩინეს – ასტეროიდის ვარდნამ, ასევე, “მეგა მიწისძვრა” გამოიწვია, რომლის ნაკვალევი მექსიკის ყურის კლდეებშია შემორჩენილი. მეცნიერებმა შეძლეს გაერკვიათ, რამდენ ხანს გაგრძელდა მიწისძვრა, ასევე, რამდენად სწრაფად დაიწყო მცენარეული საფარის აღდგენა.

 ჩიკსულუბის ასტეროიდი ჩვენს პლანეტას  66 მილიონი წლის წინ დაეჯახა. აფეთქების შედეგად, ჰიროშიმაზე ჩამოგდებული 10 მილიარდი ატომური ბომბის ექვივალენტური ენერგია გათავისუფლდა (რა დაეცათ რუსებს თავზე?). შეჯახების ადგილზე კი 180 კმ. დიამეტრის კრატერი წარმოიქმნა. ბოლო დრომდე ეს კრატერი ყველაზე დიდად ითვლებოდა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არის კიდევ უფრო დიდიც, მაგრამ ეს სხვა ამბავია.

 ცნობილია, რომ მოვლენამ მასობრივი გადაშენება გამოიწვია. და არა მხოლოდ დინოზავრები დაიღუპნენ. მთლიანობაში, პლანეტაზე ყველა ცოცხალი არსების 80% გადაშენდა. გადაშენების მიზეზი არა მხოლოდ “ბირთვული ზამთარი” იყო, არამედ სხვადასხვა კატასტროფებიც. ერთ-ერთი მათგანია ძლიერი მიწისძვრა, რომლის სიძლიერე 11 ბალს აჭარბებდა. შედარებისთვის, დაკვირვებების მთელ ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, 9,5 მაგნიტუდითჩილეში მოხდა, 1960 წელს. მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამი, რომლის ტალღის სიმაღლე 25 მეტრზე მეტი იყო.

 კრატერიდან ამოტყორცნილი გამდნარი კლდის ფრაგმენტები ჰაერშივე გაცივდა და წვეთების ფორმა მიიღო – ტექტიტი. მომწვანო შეფერილობას რკინა აძლევს, ძალიან პოპულარულია კოლექციონერთა და იუველირთა შორის.

მეცნიერებმა დიდი ხანია იცოდნენ, რომ ათობით მილიონი წლის წინ მომხდარი კატაკლიზმის კვალი „მთის ქრონიკებში“ (ქანებში) იყო შემონახული. თუმცა, ამ საკითხზე საფუძვლიანი კვლევები არ ჩატარებულა. ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა სიტუაციის გამოსწორება გადაწყვიტა. 2014 წელს, მათ აღმოაჩინეს კლდის ფენა გორგონილას კუნძულზე კოლუმბიაში, რომელიც შეიცავდა უამრავ მინისებრ ბურთულებს, რომლებსაც ტექტიტებს უწოდებენ (მიკრომეტეორიტები: კოსმოსი სახურავზე).

 შუშის ბურთულები წარმოიქმნება, როდესაც შეჯახების დროს გამდნარი ქანები ატმოსფეროში გამოიტყორცნება, სფეროს ფორმას იღებს, ცივდება და უკან, დედამიწის ზედაპირზე ცვივა (განსახლება – სიცოცხლე აკვნიდან ამოფრინდა). კოლუმბიაში, მექსიკაში, ტეხასში, ალაბამასა და მისისიპში კლდეების ფენები იქნა აღმოჩენილი, ნაპრალებითა და ბზარებით, რომლებიც 66 მილიონი წლის წინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გაჩნდა. ზოგიერთი მათგანი ღორღოთაც კი იყო დაფარული, რაც ძლიერ ცუნამზე მიუთითებდა. ზოგიერთ ფენაზე კი გათხელების ნიშნებიც იქნა შემჩნეული – გრუნტის გათხელება შეიძლება მოხდეს ძლიერი მიწისძვრის დროს, როდესაც სეისმური ტალღის გავლა გრუნტის ნაწილაკებს სხვადასხვა სიჩქარით არყევას. მიწისძვრა ხელს უწყობს გრუნტის გადაქცევას სითხედ. გრუნტის გათხელების შედეგად წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული ქვიშის ვულკანებ, რომლებიდანაც წყალი, ქვიშა და ტალახი იფრქვევა. ასეთი გრუნტის სიმყარე მკვეთრად მცირდება, შენობა-ნაგებობები განიცდის ჩამოწოლასა და გადახრას, ზოგჯერ გადაბრუნებას (პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე).

 თითქმის ყველა ქანი, რომლებიც მეცნიერებმა შეისწავლეს, ზღვის ფსკერზეა ნაპოვნი. გვიმრის დანალექებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა შეძლეს გამოეთვალათ, რამდენ ხანს გაგრძელდა ასტეროიდის დარტყმის შემდეგ გამოწვეული მიწისძვრა. გვიმრების აღმოცენება ნახევარი წლიდან ერთ წლამდე აღარ ხდებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიწა რამდენიმე თვე ირყეოდა. მეცნიერები, ქანების შესწავლას აგრძელებენ. უახლოეს მომავალში ისინი გეგმავენ უფრო ზუსტად განსაზღვრონ, რამდენად ძლიერი იყო მიწისძვრა და როგორ შეიცვალა მისი ძალა დროთა განმავლობაში (ჩიკსულუბის ასტეროიდის ვარდნამ დედამიწა სიბნელეში ჩაძირაგანკითხვის დღის რეპეტიციასხვა სოდომი და გომორა…; “დარტსის” (DART) მიზანი მიღწეულია, დიმორფოსის ორბიტა 32 წუთით შემცირდა; ასტეროიდებზე თვალთვალის სისტემის წარმატება).

2 comments

  1. იციან, როგორი იყო დედამიწა ასტეროიდის ჩამოვარდნამდე?!.

  2. რა თქმა უნდა, მანამდელი ნამარხებიც ძალიან ბევრია… მოგძებნეთ ფეისბუკში – ასტრნომიის მოყვარულთა ჯგუფი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.