განკითხვის დღის რეპეტიცია

 რომელიღაც ალტერნატიულ რეალობაში, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენსას, კაცობრიობა თავისი ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობდა, სანამ ამ საშინელ ამბავს გაიგებდა: დედამიწის მიმართულებით უზარმაზარი ასტეროიდი მოფრინავს – 2019 PDC, რომელიც სიცოცხლეს სრული განადგურებით ემუქარება.

 მსგავსი შემთხვევისგან დაზღვეული ნამდვილად არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დღისთვის დაგროვებული ინფორმაციის მიხედვით, ასეთი აღსასრულის შანსი სულ რაღაც ერთია 50 000-ზე. ობიექტის მოახლოებასთან ერთად, რამდენიმე კვირით ადრე, ეს ეფემერული საფრთხე რეალურში გადაიზრდება.

 ამ სიახლეში კარგი ისაა, რომ 2019 PDC გამოგონილი ობიექტია. თუმცა მას რეალურად არსებული ”ძმები” შეიძლება ჰყავდეს. ამასთან დაკავშირებით NASA, საგანგებო სიტუაციების ფედერალური სააგენტო (FEMA) და საერთაშორისო პარტნიორები, ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ჩათვლით, ერთგვარ წვრთნას ატარებენ – როგორ შეიძლება მოვიქცეთ ზემოთ ხსენებული სცენარის ნამდვილად განვითარების შემთხვევაში. ასეთი ”ვარჯიში”, საგანგებო მდგომარეობის რეალურ დროში მოდელირების საშუალებას იძლევა.

 NASA ასეთ სიმულაციების დიდი ხანია ატარებს და ამის მიზეზიც აქვს: დედამიწაზე ახლა ასტეროიდების მოახლოებათა რიცხვის მატებას ამჩნევენ, უკანასკნელი მილიონობით წლების განმავლობაში არსებულ სიწყნარესთან შედარებით. ზოგიერთი მცირე ზომის ასტეროიდის მოახლოების შესახებ კი მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე შევიტყვეთ. კატასტროფის მოხდენის შანსი მცირეა, კაცობრიობა კი მისთვის მზად არ არის. სიტუაციის გამოსწორებას NASA ცდილობს, იგონებს სულ ახალ სტრატეგიებს, რომლებიც საშიში ასტეროიდების დროულად აღმოჩენის სისტემების გაუმჯობესებასა და ზიანის მინიმიზირებაში დაგვეხმარება (ასტეროიდებზე თვალთვალის სისტემის წარმატება).

 ეს ყველაფერი, ნაწილობრივ, 2016 წელს შექმნილ პლანეტის დაცვის ახალ საკოორდინაციო ბიუროს (PDCO) შექმნასაც უკავშირდება, რომელმაც დაგეგმილ სწავლებებში მიიღო მონაწილეობა. სცენარის მიხედვით, დედამიწისკენ მოძრავი 300 მეტრიანი ასტეროიდი, 2019 წლის 26 მარტს იქნა აღმოჩენილი. ტრაექტორიის გამოთვლით დადგინდა, რომ შეჯახების თარიღია 2027 წლის 29 აპრილი, ანუ 8 წლის მერე. დადგენილია ე.წ. ”რისკის დერეფანი” – ზოლი, რომელზეც ასტეროიდსა და პლანეტას შორის კონტაქტი შეიძლება მოხდეს.

 სიმულაციის ჩარჩოებში, მონაწილეები განიხილავენ პრობლემის ისეთ ასპექტებს, როგორიც არის ასტეროიდის გადახრის შესაძლებლობა, ფინანსირება, ადამიანების რეაქციის მართვა მოსალოდნელ არმაგედონზე, დახმარება კატასტროფამდე და მერე. ეს თამაშები პირველად გამოდის ლაბორატორიის გარეთ: მონაცემები მის შესახებ ინტერნეტში გამოქვეყნდება,  @esaoperations-ის არხით Twitter-ზე და ESA Rocket Science-ს ბლოგზე, ასევე CNEOS-ის ინტერნეტ გვერდზე (ასტეროიდული საფრთხე; განკითხვის დღის კიდობანი შპიცბერგენზე 2; აპოფიზი; პლანეტის დაცვა: ასტეროიდული პატრული(მრისხანე იკაროსი)).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.