დედამიწიდან 2400 სინათლის წლის მანძილზე მდებარე სისტემა კეპლერ-51-ის სამ ეგზოპლანეტას უჩვეულო თვისებები აღმოუჩინეს, რაც კოსმოსური ტელესკოპის, “ჰაბლი“-ს გამოყენებით მოხერხდა. ამ პლანეტათა მასებისა და ზომების გაგების მერე, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მათი სიმკვრივე ბამბის ნაყინის სიმკვრივეს უტოლდება. ეს ობიექტები მასიურად და გიგანტურად გამოიყურება, როგორც იუპიტერი, თუმცა წარმოუდგებნლად მცირე მასა აქვთ, ვიდრე ამ უკანასკნელს – დაახლოებით ასჯერ. პლანეტათა ამ ახალ კლასს ზეფაფუკი (super-puffs) უწოდეს.
რატომ არსებობენ ასეთი პლანეტები და რა დაემართა მათ ატმოსფეროს – გამოცანაა. ამიტომაც იქცა სისტემა კეპლერ-51, რომლის ასაკი სულ რაღაც 500 მილიონამდე წელია, პირველ რიგში შესასწავლელ ობიექტად.
მეცნიერები ამ ზეფაფუკ პლანეტებში ისეთ კომპონენტს ეძებდნენ, როგორიც წყალია (განსაკუთრებით, კეპლერ-51b-სა და კეპლერ-51d-ს ატმოსფეროებში). უგზოპლანეტათა უმრავლესობა, მათ შორის ზეფაფუკები, ტრანზიტული ფოტომეტრიის სახელით ცნობილი მეთოდით შეისწავლება: ასტრონომები სწავლობენ ვარსკვლავის სინათლეს, რომელიც მასა და ჩვენს შორის მოქცეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში გადის. ტრანზიტის (წინ გავლა) დროს დაფიქსირებულ სპექტრულ ცვლილებებს ბევრი რამე შეუძლია გვითხრას ეგზოპლანეტის ზომისა და შემადგენელის შესახებ. რაც შეეხება წყალს, სპექტრში კვალიც კი არსად ჩანს.
მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ “ფაფუკობას” პლანეტებს მსუბუქი გაზები სძენს (მაგალითად, წყალბადი და ჰელიუმი). ატმოსფეროში ასევე არის მეთანი, რომლის მსუბუქი ნისლი მძლავრი ტელსკოპებით ამ პლანეტების შესწავლას ართულებს. ასეთივე მოვლენა დაიმზირება სატურნის თანამგზავრ ტიტანზეც, რომლის ატმოსფეროში მხოლოდ რადარით თუ “ჩაიხედავ” (4000 ეგზოპლანეტა).